სხლოვანის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სხლოვანის ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სხლოვანის სამხრეთით, 0,5 კილომეტრზე, ტყეში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია (6,1x4,5 მეტრი), ნაგებია დიდი ზომის ნატეხი ქვით, გარეთა კუთხეები გათლილი შირიმის ქვისაა. ეკლესიის გადახურვა ჩამონგრეულია, დანგრეულია ჩრდილო კედელი. შემორჩენილია კონქისა და კამარის სამხრეთ გვერდის მცირე ნაწილი. არქიტრავიანი შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე გაჭრილია თაღოვანი სარკმელი. მისგან სამხრეთით პატარა სწორკუთხა ნიშია. ეკლესიას სამხრეთიდან ეკვრის თანადროული აფსიდიანი მინაშენი (6,1x2,2 მეტრი). იგი აგებულია დიდი ზომის ნატეხი ქვით. მინაშენის გადახურვა ჩამონგრეულია, მთლიანადაა დანგრეული სამხრეთ კედელი. შემორჩენილია ნახევარწრიული აფსიდის შირიმის ქვით ნაგები ჩრდილოეთის მხარი და კამაროვანი გადახურვის მცირე ნაწილი. მინაშენს შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონია. აფსიდის ღერძზე სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. ეკლესია მინაშენს უკავშირდებოდა სამხრეთ კედელში გაჭრილი კარით. ძეგლის აღმოსავლეთით, 40-50 მეტრის დაშორებით, სხვა ნაგებობათა ნაშთებიცაა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]