სხვა ლეველის ოდისეა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა ლეველის ოდისეა

სერიალის ლოგო
ჟანრი სათავგადასავლო
შეიმუშავა ლაშა მილორავა
სცენარი ლაშა მილორავა
რეჟისორი ლაშა მილორავა, ცოტნე რუსიშვილი
გახმოვანება გიორგი სოლომონაშვილი
კომპოზიტორ(ებ)ი მანუჩარ თუმანიშვილი, ცოტნე რუსიშვილი
სეზონი 4 (დაგეგმილი)
ეპიზოდი
  • 10 (გამოსული)
  • 40 (დაგეგმილი)
წარმოება
აღმასრულებელი პროდიუსერ(ებ)ი ნინო ბოჯგუა
ხანგრძლივობა 10-12 წუთი
ეთერი
ორიგინალური არხი Cavea+
პირველად ეთერში 10 მარტი, 2023


„სხვა ლეველის ოდისეა“ — ქართული ნახატი ანიმაციური სერიალი. იგი შედგება დაგეგმილი 4 სეზონისა და 40 ეპიზოდისგან. სერიალს საქართველოში ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით Demlab, იგივე დემოკრატიის ლაბორატორია[1] და სტუდია „ანიმატორი“ ამზადებენ.

სერიალის მთავარი გმირია 17 წლის დავითა, რომელიც სამყაროებს შორის მოგზაურობს, ბოროტებას ებრძვის და დიდი ხნის წინ დაკარგული მამას ეძებს. სიუჟეტის მიხედვით, თბილისი მიწისძვრამ შეაზანზარა, დავითამ კი დაკარგული მამის წერილს სრულიად შემთხვევით მიაგნო. სამყაროებს შორის პორტალის გახსნის შემდეგ დავითა იწყებს მოგზაურობას.

სერიალი გადის Cavea-ს კუთვნილ სერვის Cavea+-ზე. 2023 წლის 27 დეკემბერს საქართველოს კინოთეატრებში იგეგმება „სხვა ლეველის ოდისეის“ სრულმეტრაჟიანი ვერსიის გამოსვლა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]