სურენ ასლამაზაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Асламазян.JPG

სურენ არტემის ძე ასლამაზაშვილი (დ.3 მარტი, 1914, სოფ. კავთისხევი, ახლანდელი კასპის რაიონი ― გ. 22 ნოემბერი, 1970, თბილისი) — ქართველი, საბჭოთა კავშირის გმირი (22 თებერვალი, 1944). გვარდიის სერჟანტი

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1937-1939 წლებში მსახურობდა წითელ არმიაში. დიდი სამამულო ომის დაწყებისთანავე ასლამაზაშვილი მოხალისედ წავიდა ფრონტზე. იბრძოდა ჩრდილოეთ კავკასიაში ― ქ. ორჯონიკიძესთან, უკრაინასა და ბესარაბიაში, მონაწილეობდა რუმინეთის, ინგრეთისა და ჩეხოსლოვაკიის განთავისუფლებაში, იაპონიის კვანტუნის არმიის განადგურებაში. მდინარე დნეპრის გადალახვისას და მის მარჯვენა ნაპირზე წარმოებულ ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება. დემობილიზაციის შემდეგ, 1945 წლიდან ასლამაზაშვილი მუშაობდა თბილისის სართავ-სატრიკოტაჟი კომბინათში, თბილისის კრინიგზის სადგურში. 1955-1969 თბილისის კიროვის სახელობის ჩარხსაშენებელ ქარხანაში. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, წითელი ვარსკვლავის ორდენითა და მედლებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, გვ. 636, თბ., 1975 წელი.
  • ავტორთა კოლექტივი. აკადემიკოს ნ. ბერძენიშვილის საერთო რედაქციით. მათ ასახელეს საბჭოთა სამშობლო (საბჭოთა კავშირის გმირები საქართველოდან). / საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია. ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტი. გამომცემლობა ”საბჭოთა საქართველო” თბილისი - 1964
  • Цкитишвили К. В., Чинчилакашвили Т. Г. Герои Советского Союза из Грузии. Тб, 1981