სულების გამოძახება

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სპირიტული სეანსი. 1921 წ.

სულების გამოძახება — მკითხაობის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო, მაგრამ გავრცელებული მეთოდი. სპირიტული სეანსის მონაწილეები იკრიბებიან, რათა გამოიძახონ გარდაცვლილი ადამიანის სული. ხშირად, მაგრამ არ არის აუცილებელი, სეანსზე იმყოფება მედიუმი. სულების გამოძახება სხვადასხვა ქვეყნებში ხდება სხვადასხვანაირად.

სულის გამოძახების ტიპიური მეთოდი[რედაქტირება]

ქართულენოვანი დაფა სულების გამოძახებისთვის

მაგიდასთან ჯდება ერთი ან მეტი კაცი (აუცილებლად უნდა იყოს მედიუმი), რომლებიც სპეციალური დაფით იწყებენ სულების გამოძახებას. დაფა ხშირ შემთხვევაში შელოცვილი ქაღალდია, რომელზეც რამდენიმე რიგში დაწერილია ასოები, ციფრები და ორი აუცილებელი პასუხი ”კი” და ”არა”. სულების გამოძახების დროს ასევე უნდა იდოს გარკვეული საგანი, რომელიც მიუთითებს მედიუმს შემდეგ ასოზე ან ციფრზე. ხშირად ასეთი საგანი არის უბრალო დანა ან გადაბრუნებული თეფში, რომელზეც ჭვარტლით გამოსახავენ ისრის ფორმის ზოლს. მაგიდაზე აუცილებლად უნდა იდოს სანთლები ან ასანთი, პური, წყალი, მარილი და სარკე. ასევე სეანსის ყველა მონაწილემ უნდა მოიხსნას მეტალისგან დამზადებული ყველა აქსესუარი. ოთახში დაუშვებელია კატის ყოფნა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]