სუვოროვის შვეიცარული ლაშქრობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

სუვოროვის შვეიცარული ლაშქრობა — ფელდმარშალ ალექსანდრე სუვოროვის სარდლობით რუსეთის იმპერიის ჯარების მიერ ალპების გადალახვით ლაშქრობა იტალიიდან შვეიცარიაში საფრანგეთის წინააღმდეგ მეორე კოალიციის დროს 1799 წლის 10-27 სექტემბერს. სუვოროვის ლაშქრობისა და უშაკოვის ლაშქრობის შედეგად თითქმის მთელი იტალია გათავისუფლდა საფრანგეთის ჯარებისგან.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავსტრიამ და გაერთიანებულმა სამეფომ, რომლებსაც ეშინოდათ რუსეთის გაძლიერებისა, შეიმუშავეს და პავლე I-თან შეათანხმეს რუსეთის ჯარების რაინზე ლაშქრობის სტრატეგიული გეგმა, რომლის შედეგადაც რუსეთის ჯარს ემუქრებოდა იზოლაცია და საფრანგეთის ჭარბ ძალებთან ბრძოლა. ავსტრიამ ძირითადი ძალები შვეიცარიისკენ გაიწვია და ა. რიმსკი-კორსაკოვის რუსული კორპუსი (26-27 ათასი კაცი0 პირისპირ დარჩა გენერალ ა. მასენას არმიასთან (37-39 ათასი კაცი). რუსული კორპუსის დასახმარებლად სუვოროვმა გადაწყვიტამასენას არმიის გარემოცვა და განადგურება ლუცერნის მიდამოებში. შეტევა დაგეგმილი იყო 9 სექტემბერს. მთავარი დარტყმა უნდა გაეხორციელებინათ სამხრეთიდან რუსეთის (17 ათასი) და ავსტრიის (4,5 ათასი) ჯარებს, ხოლო ჩრდილოეთიდან რიმსკი-კორსაკოვის კორპუსს და გენერალ ფ. ჰოცეს რაზმს, აღმოსავლეთიდან ლინკენის რაზმს (11 ათასი). 4 სექტემბერს სუვოროვის რაზმმა 6 დღეში გაიარა 150 კილომეტრი და ალპებთან შეჩერდა. 13 სექტემბერს ხელთ იგდო სენ-გოტარდის უღელტეხილი. ამ იერიშის დროს თავი ისახელა პეტრე ბაგრატიონის რაზმმა. 14 სექტემბერს გადალახა ეშმაკის ხიდი და 15 სექტემბერს გავიდა ლუცერნის ტბასთან. 16 სექტემბერს გადალახა როსტოკის ქედი და მუტენის ხეობაში დაეშვა. 14-15 სექტემბერს მასენამ ციურიხთან დაამარცხა რიმსკი-კორსაკოვის კორპუსი და ჰოცეს ავსტიული რაზმი. სუვოროვის მცირერიცხოვანი (20 ათასი) და დაღლილ-დაქანცული რაზმი პირისპირ დარჩა მასენას არმიასთან, თუმცა 19-20 სექტემბერს ბრძოლაში სრულად გაანადგურა იგი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]