სუბალპური მაღალბალახეულობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

სუბალპური მაღალბალახეულობა — ბალახოვანი მცენარეულობის ტიპი კავკასიისა (განსაკუთრებით მის დასავლეთ ნაწილში) და პალეარქტიკის მთიან რაიონებში. შექმნილია უხეშღეროიანი, ფესურიანი, ბოლქვიანი, დიდფოთლებიანი და კაშკაშაყვავილებიანი მცენარეებით, რომელთა სიმაღლე 1,5 — 3 აღწევს. სუბალპური მაღალბალახეულობა ვითარდება ტენიანი ჰავის პირობებში და ნათელ ადგილებში, ზღვის დონიდან 1500—2200 მ სიმაღლეზე. სუბალპური მაღალბალახეულობა ან არყნარ-წიფლნარში, ნეკერჩხლიან ტანბრეცილ და პარკულ ტყეებში, ნაძვნარ-სოჭნარის ველობებზე გვხვდება, ან წმინდა რაყას ქმნის. სუბალპური მაღალბალახეულობის ცენოზების თავისებურება პირველად აღწერეს ფრანგმა მოგზაურებმა და ბოტანიკოსებმა სომიემ და ლევიემ სვანეთში, მდინარე ნენსკრის სათავეებთან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]