სტრეიზანდის ეფექტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ფოტო გადაღებული California Coastal Records Project პროექტის ფარგლებში, რომელზეც გამოსახულია ბარბრა სტრეიზანდის მფლობელობაში მყოფი აპარტამენტები. 

სტრეიზანდის ეფექტი (ინგლ. Streisand effect) — ფენომენი, რომლის დროსაც რაიმე ინფორმაციის წაშლის მცდელობას მივყავართ ამ ინფორმაციის ფართოდ გავრცელებისაკენ, უმეტესწილად ინტერნეტის მეშვეობით. მაგალითად, ფოტოს, ვიდეოსა და სხვა ფაილებთან წვდომის შეზღუდვას მივყავართ აღნიშნული ფაილების დუბლირებასა და მათ ფართო გავრცელებასთან.

ტერმინი „სტრეიზანდის ეფექტი“ ცნობილი გახდა 2003 წლიდან, როდესაც ბარბრა სტრეიზანდმა მიმართა სასამართლოს, რათა ფოტოგრაფ კენეტ ალდემანისგან 50 მილიონი დოლარის კომპენსაცია მიეღო, რადგან ამ უკანასკნელმა საიტზე Pictopia.com განათავსა სტრეიზანდის სახლის ფოტოსურათი. 

2004 წლის მაისში სასამართლომ სტრეიზანდის მოთხოვნილებები არ დააკმაყოფილა და ბარბრას დააკისრა ალდემანის სასამართლო ხარჯების დაფარვა.

შემდგომში ჟურნალისტმა პოლ როჯერსმა შენიშნა, რომ სასამართლო დავის წყალობით სტრეიზანდის სახლი ძალზედ პოპულარული გახდა ინტერნეტში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]