კობრის ეფექტი
კობრის ეფექტი — ფრაზეოლოგიზმი, რომელიც გამოიყენება ისეთი სიტუაციის აღსანიშნავად, როდესაც პრობლემის გადასაჭრელად მიღებული ზომები არათუ ვერ წყვეტს პრობლემას, არამედ მოაქვს სრულიად საპირისპირო შედეგები.[1]
ტერმინი „კობრის ეფექტი“ წარმოიშვა ინდოეთში, ინგლისური კოლონიალური მმართველობის დროს. ინგლისელებმა აღმოაჩინეს, რომ კობრები ძალიან მომრავლდნენ. შხამიანი გველების მოსაცილებლად გუბერნატორმა დააწესა ჯილდო გველის თითოეული მოკვეთილი თავისთვის. თავდაპირველად გველების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა, თუმცა შემდგომ ინდოელებმა მატერიალური ანაზღაურების მისაღებად დაიწყეს კობრების მომრავლება. საბოლოოდ მოკლულ კობრაზე ჯილდო გაუქმდა და აღმოჩნდა, რომ მათი რაოდენობა საგრძნობლად გაზრდილიყო.
ანალოგიური შემთხვევა დაფიქსირდა ვიეტნამში, კერძოდ კი — ჰანოიში, ფრანგული კოლონიალური მმართველობის დროს, როდესაც მმართველმა ძალამ შეიმუშავა პროგრამა ვირთხების გასანადგურებლად. შედეგად, მოსახლეობამ ფინანსური სარგებლის მისაღებად დაიწყო ვირთხების მომრავლება.[2]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Brickman, Leslie H. (2002-11-01). „Preparing the 21st Century Church“: 326. ISBN 978-1-59160-167-8. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება) - ↑ Vann, Michael G. (2003). „Of Rats, Rice, and Race: The Great Hanoi Rat Massacre, an Episode in French Colonial History“. French Colonial History. 4: 191–203.