სტოიანკა მუტაფოვა
იერსახე
| სტოიანკა მუტაფოვა | |
|---|---|
|
სტოიანკა მუტაფოვა (ცენტრში) | |
| დაბადების სახელი | სტოიანკა მუტაფოვა |
| დაბადების თარიღი |
2 თებერვალი, 1922 სოფია, ბულგარეთი |
| გარდაცვალების თარიღი |
6 დეკემბერი, 2019 (97 წლის) სოფია, ბულგარეთი |
| მოქალაქეობა |
|
| ალმა-მატერი | სოფიის უნივერსიტეტი და 7 School "Seven Saints" |
| საქმიანობა | მსახიობი |
| შვილ(ებ)ი | Maria Grubeshlieva |
სტოიანკა მუტაფოვა (ბულგ. Стоянка Мутафова; დ.2 თებერვალი, 1922, სოფია, ბულგარეთი — გ. 6 დეკემბერი, 2019, იქვე) — ბულგარელი მსახიობი. დაიბადა ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში, სწავლობდა სოფიას უნივერსიტეტში კლასიკური ფილოლოგიის ფაკულტეტზე. მოგვიანებით, სოფიასა და პრაღაში სამსახიობო ოსტატობა შეისწავლა. 1949-დან 1956 წლამდე იგი ივან ვაზოვის ეროვნულ თეატრში თამაშობდა. არის ალეკო კონსტანტინოვის თეატრის თანადამფუძნებელი, სადაც ის 1957-1991 წლებში მოღვაწეობდა.