შინაარსზე გადასვლა

სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმი — მუზეუმი საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მუზეუმი განთავსებულია ყაზბეგის ოჯახის საცხოვრებელ კომპლექსში (XIX საუკუნე).[1] მუზეუმში ნახავთ ქართველი მწერლის ალექსანდრე ყაზბეგის საგვარეულო-მემორიალურ კომპლექსს, რომელიც მოიცავს მამისეულ საცხოვრებელ სახლს, ღმრთისმშობლის ეკლესიას (1809-1814 წელი), სამრეკლოს, ყაზბეგთა საგვარეულო სასაფლაოს, სადაც ალექსანდრე ყაზბეგიცაა დაკრძალული. მწერლის მემორიალურ ნივთებთან ერთად, ასევე მუზეუმშ დაცულია მოხევეთა ყოფისათვის დამახასიათებელი ეთნოგრაფიული და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები სამოსი, ქამარ-ხანჯალი, ფარდაგები, ჭურჭელი.

მუზეუმის სიძველეთაგან საგულისხმოა არქეოლოგიური მასალა და ზღვის დონიდან 4100 მეტრზე მდებარე ბეთლემის გამოქვაბული მონასტრის კარი, საეკლესიო ნივთები, წიგნები, სიგელ-გუჯრები და სხვა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]