სტელა
Jump to navigation
Jump to search

სტელა კოპანიდან, რომელზეც გამოსახულია მეფე კაა იპია
სტელა, ქვასვეტი (ლათ. stela; <ბერძნ. stēlē — ბოძი, სვეტი) — ვერტიკალურად მდგარი ქვის სვეტი, რომელზედაც არის წარწერა ან რელიეფური გამოსახულება. ძველად, კერძოდ ანტიკურ საბერძნეთში, იყენებდნენ საფლავის ქვად, სამიჯნე ნიშნად, რაიმე განსაკუთრებული შემთხვევის უკვდავსაყოფად. ფართოდ გავრცელდა შუა საუკუნეების საქართველოში (ბურდაძორის, კატაულის და სხვ. სტელები). თანამედროვე ხელოვნებაში გამოიყენება საფლავის ქვად, ასევე სხვადასხვა მნიშვნელობის მქონე ძეგლად.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, გვ. 559, თბ., 1985 წელი.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „სტელა“ ვიკისაწყობში.