დავათის სტელა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დავათის სტელის ფრაგმენტი

დავათის სტელა — ქართული საკულტო-მემორიალური ძეგლი. აღმოჩენილია დუშეთის მუნიციპალიტეტში სოფელ დავათში ჟინვალის არქეოლოგიური ექსპედიციის მზვერავთა რაზმის მიერ 1980 წელს, მდინარე არაგვის მარცხენა შენაკადის, აბანოსხევის სათავესთან VIII–IX საუკუნეების ღვთისმშობლის ეკლესიის ინტერიერში. იგი სხვადასხვა ანალოგიური სტელების ნაწილებთან ერთად მშენებლებს შესამკობად ჩაუშენებიათ ნავების გამმიჯნავი ბურჯის კუთხეებში. ჟინვალის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ 1984 წელს სტელების ნაწილები ბურჯიდან გამოიღო. ამჟამად ინახება საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში.

ქართველი მეცნიერებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთ-ერთი სტელათაგანი, რომლის ერთ ნაწილზე დატანილია შემდეგი ტიპის გამოსახულება: ორ მთავარანგელოზს, მიქაელსა და გაბრიელს, ხელთ უპყრიათ ეტრატი, რომელზეც ნაკაწრის სახით შესრულებულია ქართული ასომთავრული ანბანი. ესაა პირველი ანბანი, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია. მეცნიერთა აზრით დავათის სტელა შესრულებულია IV საუკუნეში, დაახლოებით 367 წელს. თუ დაუკვირდებით სურათს, შეამჩნევთ შემდეგ ასოებზე , და -ზე ქარაგმას.

რამინ რამიშვილის აზრით ეს სხვა არაფერია თუ არა შესაბამისი ციფრი 5000+300+20=5320. ქართული დამწერლობის დაარსებად ძვ. წ. 284 წელი მიიჩნევა, ე. ი. ბიბლიის მიხედვით ქვეყნის შექმნიდან ქრისტეს შობამდე კი 5604 წელი მოითვლება. დავათის სტელაზე მინიშნებული რიცხვი 5320 სხვა არაფერია თუ არა 5604-284=5320.

ႠႡႢႣႤႥႦ

ჁႧႨႩႪႫ

ႬჂႭႮႯ

ႰႱႲჃႴႵႶ

ႷႸႹႺႻႼ

ႽႾჄႿჀ

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • აბრამიშვილი გ., ალექსიძე ზ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 258-259.
  • Abramishvili, G & Aleksidze, Z. (1990), "A national motif in the iconographic programme depicted on the Davati Stela". Le Muséon
  • რ. რამიშვილი, აღმოჩენა სოფელ დავათში. ”მნათობი”, 1986, #8
  • „სტელები სოფელი დავათიდან“, // ჟურ. ძეგლის მეგობარი, №. 68 თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1984 წელი. — გვ. 43-48
  • გ. ნარსიძე, აღმოჩენა სოფელ დავათში. ”მნათობი”, 1987, #4
  • გ. ნარსიძე, აღმოჩენა სოფელ დავათში. ”მნათობი”, 1987, #8
  • კ. მაჩაბელი, სტელები საქართველოში. 1999
  • გ. ჯავახიშვილი, ადრეფეოდალური ხანის ქართული სტელები, 1998
  • რ. პატარიძე, დავათის ქვა-ჯვრის ქართული ანბანი, „მნათობი“, 1987, #2

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]