სტეისი ორიკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სტეისი ორიკო

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი სტეისი ჯოი ორიკო
დაბ. თარიღი 3 მარტი, 1986 (1986-03-03) (38 წლის)
წარმოშობა სიეტლი, ვაშინგტონი, აშშ
ჟანრ(ებ)ი რიტმ-ენდ-ბლუზი, პოპი, გოსპელი
საქმიანობა მომღერალი, სიმღერების ავტორი
აქტიური 1999 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
საიტი stacieorrico.com

სტეისი ჯოი ორიკო (ინგლ. Stacie Joy Orrico; დ. 3 მარტი, 1986, სიეტლი, ვაშინგტონი, აშშ) — ამერიკელი მომღერალი და სიმღერების ავტორი. კარიერის დასაწყისში ხელი მოაწერა კონტრაქტს ForeFront Records-თან და ჩაწერა თავისი პირველი ალბომი Genuine (2000). გამოსვლიდან პირველ კვირაში ალბომის 13000 ასლი გაიყიდა.

მალევე მუსიკოსმა კონტრაქტი გააფორმა Virgin Records-თან და ალბომი Stacie Orrico (2003) ჩაწერა. ნამუშევარი ბილბორდ 200-ში 59-ე ადგილზე გავიდა და მიიღო ოქროს სერტიფიკატი ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციისგან. ნამუშევრის პირველმა სინგლმა „Stuck" 52-ე ადგილი დაიკავა ბილბორდის ცხელ ასეულში. მეორე სინგლი „(There's Gotta Be) More to Life" 30-ე ადგილზე გავიდა ჩარტში.

2005 წელს დატოვა ლეიბლი ForeFront Records და დაიწყო მესამე ალბომის, Beautiful Awakening (2006) ჩაწერა. პირველი სინგლი „I'm Not Missing You" გამოვიდა 2006 წლის აგვისტოში.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორიკო დაიბადა სიეტლში, ვაშინგტონი. ის წარმოშობით იტალიელია. პატარაობაში ოჯახთან ერთად გადავიდა დენვერში, კოლორადო და დაიწყო ფორტეპიანოზე დაკვრის სწავლა. ექვსი წლის ასაკში ორიკომ დაწერა თავისი პირველი სიმღერა, სახელწოდებით „Always Answer".

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორიკომ 13 წლის ასაკში მოიგო ქრისტიანული მუსიკის ფესტივალზე კონკურსი „Praise in the Rockies". მალევე მან კონტრაქტი გააფორმა ForeFront Records-თან. 14 წლის ასაკში გამოუშვა თავისი სადებიუტო ალბომი Genuine. გამოსვლიდან პირველივე კვირაში მისი 13000-ზე მეტი ასლი გაიყიდა. ალბომის წამყვანი სინგლი, „Don't Look At Me", ზედიზედ ათი კვირის განმავლობაში ლიდერობდა ქრისტიანული მუსიკის ჩარტებში. Genuine-მა მიიღო ოქროს სერტიფიკატი ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციისგან და მისი 500 000 ასლი გაიყიდა აშშ-ში.[1]

2001 წელს გამოუშვა საშობაო EP „Christmas Wish". 2003 წელს გამოუშვა ალბომი „Stacie Orrico". ნამუშევარი ბილბორდ 200-ში 59-ე ადგილზე გავიდა. წამყვანი სინგლი „Stuck" მოხვდა რამდენიმე ქვეყნის ჩარტის ტოპ 5-ში. მსოფლიოში ალბომის 3 მილიონზე მეტი ასლი გაიყიდა და ნამუშევარმა მიიღო ოქროს სერტიფიკატი ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციისგან. 2004 წელს მუსიკოსმა კარიერისგან პაუზა აიღო.[2] იმავე წელს ორიკოს სიმღერები „(There's Gotta Be) More to Life" და „Stuck" გამოიყენეს ალბომში Barbie Hit Mix.

მუსიკოსის ახალი ალბომი Beautiful Awakening უნდა გამოსულიყო 2006 წლის 29 აგვისტოს, თუმცა მისი გამოქვეყნება გადაიდო. მალევე ნამუშევარმა ინტერნეტში გაჟონა, რის გამოც მუსიკოსმა ალბომი გამოუშვა რამდენიმე ქვეყანაში. იაპონიაში ალბომის 100 000 ასლი გაიყიდა.[3] ალბომის სინგლი „I'm Not Missing You", გამოვიდა 2006 წლის 20 ივნისს. სიმღერამ ჩარტში მე-19 ადგილი დაიკავა. მეორე სინგლი, „So Simple", გამოვიდა აზიაში 2006 წლის ოქტომბერში, ხოლო ევროპაში 2007 წლის იანვარში. ალბომი არ გამოვიდა აშშ-სა და კანადაში.[4] იმავე წელს ლეიბლები Virgin Records და Capitol Records გაერთიანდა, რის გამოც მუსიკოსმა ლეიბლი Virgin დატოვა.

2008 წლიდან 2012 წლამდე მუსიკოსს ჰქონდა კარიერული პაუზა.[5] 2009 წელს მან დაიწყო მუშაობა მეოთხე ალბომზე. 2010 წელს ორიკომ დაწერა სიმღერა ფანტაზიასთვის.[6] 2012 წელს მან ითანამშრომლა The Fray-თან და გამოუშვა ახალი სიმღერა სახელწოდებით „Catch Me If You Can".

ორიკომ 2013 წელს გამოაქვეყნა ვიდეო თავის YouTube ანგარიშზე. ვიდეოში მუსიკოსმა დააანონსა ახალი ალბომი და აღნიშნა, რომ სწავლა დაიწყო ლიტერატურისა და სამსახიობო პროგრამის ფაკულტეტზე ნიუ-იორკის უნივერსიტეტში.[7][8][9][10] მან განაცხადა, რომ მუშაობდა რიტმ-ენდ-ბლუზ ალბომზე, რომელიც უნდა გამოსულიყო 2014 წელს. ის მუშაობდა რამდენიმე პროდიუსერთან, მათ შორის ალენ სტოუნთან, ჰალ ლინტონთან, გაბე კამინსთან და ლაიონთან. მან 2013 წლის 6 ნოემბერს Stageit.com-ზე გამართა ვირტუალური კონცერტი.[11] მიუხედავად ამისა, 2014 წელს დაგეგმილი ალბომი არ გამოსულა.[12]

2015 წლის 9 ნოემბერს მუსიკოსმა ჯონ ბატისტსა და Stay Human-თან ერთად იმღერა The Late Show-ში.[13] 2016 წელს ორიკოს შეეძინა პირველი შვილი ვაჟი. 2019 წელს გამოუშვა ახალი სინგლი „More Than Words". მომავალ წლებში მუსიკოსმა გამოუშვა რამდენიმე ნამუშევარი, მათ შორის: „I'm Not Okay" (2020) და „That's That Then" (2021).

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. [1] დაარქივებული December 1, 2005, საიტზე Wayback Machine.
  2. Evans Prince, Deborah (2007-08-10). „Pop singer Stacie Orrico emerges from exile“. Reuters. ციტირების თარიღი: 2024-02-15.
  3. Pro Posts en-US. ციტირების თარიღი: 2024-03-02
  4. „Ask“. Billboard. ციტირების თარიღი: July 1, 2013.
  5. Stacie Orrico heads to Africa to help infants in need...help Stacie with her very own auction!. Myspace (August 3, 2007). ციტირების თარიღი: August 3, 2007
  6. New Fantasia track penned by Stacie! (February 17, 2010). ციტირების თარიღი: February 17, 2010
  7. Orrico, Stacie. Profile. ციტირების თარიღი: 11 April 2021
  8. Orrico, Stacie. (4 April 2012) Taking acting at NYU this semester and loving it! Spending the morning working on a scene from "Rabbit Hole". It's such a sad story. ციტირების თარიღი: 11 April 2021
  9. Mark Wass. (October 7, 2013) Stacie Orrico Embarks On A Comeback, New Album On The Way. Idolator.
  10. Brad Stern. (October 7, 2013) The Ceremonies, Sam Sparro, BANKS + More: 5 Must-Hear Pop Songs Of The Week. MTV Buzzworthy Blog.
  11. Attend the Nomad gig IN-PERSON! Stacie fills us in in the latest vlog (October 21, 2013).
  12. Stacie Orrico On The Verge of Comeback, Releases Jazzy New Single 'Catch Me If You Can' (April 2, 2012). ციტირების თარიღი: April 2, 2012
  13. November 9, 2015 – Ethan Hawke, Claire McCaskill, Amy Klobuchar, Nathaniel Rateliff & The Night Sweats (November 13, 2015).