სტაროჩერკასკის პეტრე-პავლეს ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სტაროჩერკასკის პეტრე-პავლეს ეკლესია
სტაროჩერკასკის პეტრე-პავლეს ეკლესია — რუსეთი
სტაროჩერკასკის პეტრე-პავლეს ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 47°14′32″ ჩ. გ. 40°02′12″ ა. გ. / 47.24222° ჩ. გ. 40.03667° ა. გ. / 47.24222; 40.03667
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა სტაროჩერკასკი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი ბაროკო
თარიღდება 1749-1751

სტაროჩერკასკის პეტრე-პავლეს ეკლესია (რუს. Петропавловская церковь) — სამნაწილიანი, მართლმადიდებლური ტაძარი სოფელ სტაროჩერკასკში, წმინდა მოციქულ პეტრე და პავლეს პატივსაცემად (საბჭოთა ქუჩაზე №27).

პირველად ნახსენებია 1692 წელს, როგორც პეტრე-პავლობის პატარა ხის ტაძარი სოფელ ჩერკასკში. 1744 წლის ქალაქის ხანძრის შემდეგ იმპერატორმა ელისაბედ პეტრეს ასულმა, 1749 წელს ადგილობრივ მეთაურს, დანიელ ეფრემოვს ახალი ტაძრის მშენებლობისთვის გაუგზავნა 10 ქვაზე მომუშავე და თაბაშირის ხელოსანი, რომლებმაც საკმაოდ სწრაფად დაასრულეს იგი[1]. 1751 წელს, ტაძრისა და წმინდა იოანე მებრძოლის პატივსაცემად შედგა პირველი ღვთისმსახურება. ახლად ნაკურთხ ტაძარში, ამავე წელს მონათლეს კაზაკების ატამანი მატვეი პლატოვი.

2013 წლის აგვისტოში, ტაძარზე გაკეთდა მემორიალური დაფა, წარწერით[2]:

ვიკიციტატა
„აქ, 1753 წელს, წმინდა პეტრე და პავლეს ტაძარში მონათლეს დონის ჯარების ოლქის მეთაური, მატვეი ივანეს ძე პლატოვი, 1812 წლის სამამულო ომის გმირი, კავალერიის გენერალი.“

საბჭოთა პერიოდში ტაძარი დახურეს. 1970-იან წლებში შენობა იყო სავალალო მდგომარეობაში: არ ჰქონდა გუმბათი და სამლოცველო, ხოლო სამრეკლო იყო მთლიანად დანგრეული. პეტრე-პავლობის ტაძრის აღდგენა დაიწყეს 1975 წელს, მაგრამ არასაკმარისი დაფინანსების გამო შეაჩერეს. სამუშაოები განახლდა 2004 წელს, სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გამოყოფილი თანხებით.

2008 წელს დაასრულეს სამუშაოების დიდი ნაწილი. ტაძარი ამჟამად მოქმედია. ტარდება ექსკურსიები სტრატოჩერკასკის მუზეუმ-ნაკრძალის თანამშრომლების დახმარებით[3].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-11-10. ციტირების თარიღი: 2017-03-10.
  2. В Старочеркасске открыли мемориальную доску Матвею Платову
  3. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-11-15. ციტირების თარიღი: 2017-03-10.