სტაროჩერკასკის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სტაროჩერკასკის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი
47°14′12″ ჩ. გ. 40°02′20″ ა. გ. / 47.23667° ჩ. გ. 40.03889° ა. გ. / 47.23667; 40.03889
დაარსდა 1970
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
მდებარეობა როსტოვის ოლქი
ვიზიტორები 110 800
დირექტორი ნატალია შიხალიოვა
Map

სტაროჩერკასკის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი (რუს. Старочеркасский историко-архитектурный музей-заповедник) — მუზეუმ-ნაკრძალი სტანიცა სტაროჩერკასკში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია.

მუზეუმის მისამართი: 346701, როსტოვის ოლქი, აქსაის რაიონი, სტანიცა სტაროჩერკასკი, ფოსტის ქუჩა № 6.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტაროჩერკასკის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი შეიქმნა რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს 1970 წლის 30 დეკემბერის დადგენილების შესაბამისად. მუზეუმის შექმნის ინიციატორი იყო მიხეილ შოლოხოვი[1][2]. დაფუძნდა XVII—XIX საუკუნეების დონის კაზაკთა დედაქალაქის ჩერკასკის ძეგლების ბაზაზე[3]. ატამან ეფრემოვების ყოფილი სამფლობელოდან შემონახულია: ატამანის სასახლე, ორსართულიანი ქვის კორპუსი, ეფრემოვების კარის ეკლესია, რომელიც დონის ღვთისმშობლის ხატის სახელზე იყო ნაკურთხი. სტეფანე ეფრემოვის სახლი, აგებული 1770-იან წლებში[4][5].

მუზეუმში მუდმივად მოქმეედებს შემდეგი გამოფენები: ძირითადი ისტორიული ექსპოზიცია „ველური მინდვრებიდან ძველ ჩერკასკამდე“, „ეფრემოვების კაზაკური მოდგმა“, „როგორ შევქმენით წყნარი დონი“. „კაზაკური სამზარეულოს ტრადიციები“,სტაროჩერკასკის სამახსოვრო ადგილები“, „კაზაკი-ნეკრასოველები“, „მაიდანი და საკვირაო ეკლესია“, „კაზაკების სულიერი სამყარო“. მუზეუმი ასევე მონაწილეობას იღებს ყოველლიურ აქციაში „ღამე მუზეუმში“[6].

მუზეუმის საგამოფენო დარბაზების ფართობია 1563, 8 მ², ფონდასაცავების — 629,1 მ². სულ დაცულია 67 009 ექსპონატი.

მუზეუმის ბიბლიოთეკაში დაცულია სამი თემატიკური კოლექცია, რომელიც ეხება ლიტერატურულ ძეგლებს: ნ. პარამანოვის გამომცემლობის „Донская речь“-ის წიგნები, კირილოვსკის სტამბისა და მხარეთმცოდნეობითი კოლექცია[7][8].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]