სტაზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სტაზი (ბერძ. στάσις — დგომა, უძრაობა), შეგუბება — რაიმე მილოვანი ორგანოს სანათურში მისი ფიზიოლოგიური შიგთავსის შეჩერება, შეგუბება. მაგალითად, სისხლის სტაზი — ჰემოსტაზი, განავლის სტაზი — კაპროსტაზი, ლიმფის სტაზი – ლიმფოსტაზი და სხვ. ვითარდება ქიმიური და ფიზიკური ფაქტორების, ბაქტერიების, შხამების, სისხლძარღვთა ინერვაციის დარღვევის, სისხლის შედგენილობის შეცვლისა და სხვათა შედეგად. ხანგრძლივმა სტაზმა შესაძლებელია ქსოვილის ნეკროზი გამოიწვიოს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]