სპუტნიკ-5
იერსახე
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
სპუტნიკ-5 (რუს. Спу́тник-5) — "სპუტნიკი"-ს პროგრამის მეხუთე კოსმოსური აპარატი, რომელიც საბჭოთა კავშირმა 1960 წლის 19 აგვისტოს გაუშვა. ეს ასევე პირველი კოსმოსური გაფრენა იყო, რომელმაც ორბიტაზე ცხოველები აიყვანა და უსაფრთხოდ დააბრუნა ისინი უკან დედამიწაზე. მან გზა გაუკვალა ადამიანთა პირველ გაფრენას ორბიტაზე რვა თვის შემდეგ ვოსტოკ-1-ით. ფაქტობრივად, ეს იყო კოსმოსური ხომალდი "ვოსტოკის" მეორე საცდელი გაფრენა და, შესაბამისად, მას ხანდახან "სპუტნიკ-2"-საც უწოდებენ.