სპიროგირა
იერსახე
| სპიროგირა | ||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| ||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||
| Spirogyra | ||||||||||||
| ||||||||||||
სპიროგირა (ლათ. Spirogyra) — ძაფისებრი მწვანე წყალმცენარეების გვარი კონიუგატების ქვეგანყოფილებისა. სპიროგირის ძაფები შედგება უჯრედების ერთი რიგისაგან. უჯრედები შეიცავენ ქლოროპლასტების ერთ ან რამდენიმე სპირალურ თასმას, მრავლდებიან ვეგეტატიურად და სქესობრივად (იხ. კონიუგაცია). 200-მდე სახეობა გავრცელებულია მტკნარ დამდგარ და მდოვრე წყლებში. წყლის ზედაპირზე ქმნიან გროვებს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 521.