აბუსერისძენი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მNo edit summary |
მ Robot: Cosmetic changes |
||
ხაზი 2: | ხაზი 2: | ||
==ლიტერატურა== |
== ლიტერატურა == |
||
* ''შოშიაშვილი ნ.,'' ქსე, ტ. 1, გვ. 47, თბ., 1975 |
* ''შოშიაშვილი ნ.,'' ქსე, ტ. 1, გვ. 47, თბ., 1975 |
||
20:03, 27 დეკემბერი 2009-ის ვერსია
აბუსერისძენი, XI-XIV საუკუნეების საქართველოს დიდ ფეოდალთა საგვარეულო. ამ გვარის პირველი წარმომადგენელი არტანუჯის ერისთავი იოანე აბუსერისძე ბაგრატ IV-ის მეფობის პირველ წლებში იხსენიება. ამ დროს აბუსერისძენი ყოფილან კლარჯეთისა (არტანუჯის) და ხიხათა (აჭარის) ერისთავები და ციხისჯვრისა და აწყურის სამეფო ციხეების გამგებლები. XI საუკუნის II ნახევარში მათ დაკარგეს ჯერ არტანუჯი, შემდეგ ციხისჯვარი და აწყური. XII-XIII საუკუნეებში იყვნენ მხოლოდ ხიხათა ერისთავთერისთავები. XIV საუკუნეში ცნობილია ამირსპასალარი ივანე აბუსერისძე († 1355). უკანასკნელად აბუსერისძენი იხსენიებიან XVI საუკუნის სამცხე-საათაბაგის დიდებულთა სიაში.
ლიტერატურა
- შოშიაშვილი ნ., ქსე, ტ. 1, გვ. 47, თბ., 1975