ვიკიპედია:სანიმუშო სტატიები: განსხვავება გადახედვებს შორის
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary |
|||
ხაზი 20: | ხაზი 20: | ||
* მასში არ უნდა იყოს [[ორთოგრაფია|ორთოგრაფიული]], [[გრამატიკა|გრამატიკული]] და[[ სტილისტიკა| სტილისტური]] შეცდომები. |
* მასში არ უნდა იყოს [[ორთოგრაფია|ორთოგრაფიული]], [[გრამატიკა|გრამატიკული]] და[[ სტილისტიკა| სტილისტური]] შეცდომები. |
||
* სტატია ტერმინოლოგიურად გამართული უნდა იყოს, ამასთან მისი გაგება უნდა შეეძლოს არასპეციალისტსაც. |
* სტატია ტერმინოლოგიურად გამართული უნდა იყოს, ამასთან მისი გაგება უნდა შეეძლოს არასპეციალისტსაც. |
||
სშოშზუთოლდ |
|||
==ფორმა== |
==ფორმა== |
11:48, 3 დეკემბერი 2008-ის ვერსია
მოგესალმებით · მასწავლებელი · ცნობარი · სარჩევი · დახმარება · ფორუმი
სანიმუშო სტატიებად ითვლება ვიკიპედიის ის სტატიები, რომლებიც პროექტის მონაწილეთა აზრით შესაძლებლობის ფარგლებში ყველაზე სრულად პასუხობს ვიკიპედიის მოთხოვნებს, ანუ ისინი აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:
შინაარსი
- სტატია დასრულებულ წარმოდგენას უნდა იძლეოდეს სტატიის საგანზე, უნდა აღწერდეს მასთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან ფაქტს და დეტალს.
- ყველა გადმოცემული ცნობა უნდა იყოს სარწმუნო და კონკრეტული.
- სტატიის პირველი წანადადება უნდა შეიცავდეს განსახილველი ცნების მოკლე და ცხად განსაზღვრებას.
- სტატიის შინაარსი უნდა იყოს სტაბილური, მასში გადმოცემული თვალსაზრისი - საყოველთაოდ გაზიარებული. სანიმუშო სტატია არ უნდა იწვევდეს კამათს, დაწერილი იყო ნეიტრალური თვალსაზრისის პრინციპით.
- სტატიაში უნდა იყოს მითითებები თანამედროვე ავტორიტეტულ ლიტერატურულ წყაროებზე.
ენა
- სტატია დაწერილი უნდა იყოს მეცნიერულ სტილში ქართული ლიტერატურული ნორმების დაცვით.
- მასში არ უნდა იყოს ორთოგრაფიული, გრამატიკული და სტილისტური შეცდომები.
- სტატია ტერმინოლოგიურად გამართული უნდა იყოს, ამასთან მისი გაგება უნდა შეეძლოს არასპეციალისტსაც.
სშოშზუთოლდ
ფორმა
- სანიმუშო სტატია არ უნდა იყოს არც ძალიან მოკლე, არც ძალიან გრძელი. მისი ზომა უნდა შეესაბამებოდეს განსახილველი საკითხის მოცულობას.
- სტატია ფორმატირებული უნდა იყოს ვიკიპედიის წესების შესაბამისად, იყოს ვიკიფიცირებული (ჰქონდეს ლოკალური და ინტერვიკი ბმულები).
- სტატიას უნდა ჰქონდეს მკაფიო და ლოგიკური სტრუქტურა.
- თუ თემატიკა ამის საშუალებას იძლევა, სტატია უნდა გაფორმდეს ხარისხიანი გრაფიკული მასალებით (სურათები, რუკები, გრაფიკები).
ორიგინალურობა
- სანიმუშო სტატია უნდა იყოს ორიგინალური ტექსტი და არა რომელიმე თავისუფალი წყაროდან სიტყვასიტყვით გადმოწერილი. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი უნდა იყოს ორიგინალური გამოკვლევა.
იურიდიული გამართულობა
- სტატიაში გამოყენებული ნებისმიერი გამოსახულება უნდა იყოს უზადო კანონიერების თვალსაზრისით, ანუ არ უნდა იყოს დაცული რაიმე ლიცენზიით, რომელიც მის გამოყენებას კრძალავს ვიკიპედიაში.