გია ხარჩილავა: განსხვავება გადახედვებს შორის
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
(განსხვავება არ არის)
|
18:39, 7 ნოემბერი 2021-ის ვერსია
გია (გიორგი) ხარჩილავა (დ. 17 აპრილი, 1970)— ქართველი პოლიტიკოსი, წალენჯიხის არჩეული მერი 2021 წლის ოქტომბრიდან. 2012 წლამდე იყო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. [1] 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში ხარჩილავა ერთადერთია ოპოზიციის წევრებს შორის, ვინც თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვა და წალენჯიხის მერი გახდება.[2] ცესკოს შედეგების მიხედვით, ხარჩილავას ხმათა 51.107% აქვს, მის კონკურენტს „ქართული ოცნებიდან“ - გოჩა გულორდავას კი — 48.893%.[2] ხარჩილავას გამარჯვების შემდეგ წალენჯიხაში გადასახლების შესახებ განაცხადა მამუკა ხაზარაძემ[3], ხოლო ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ წალენჯიხაში ბიზნესის გახსნის შესახებ განცხადება გაავრცელა.[4]
ხარჩილავას ყავს მეუღლე და სამი შვილი.[1]
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიორგი ხარჩილავას ბიოგრაფია და ქონება
- ↑ 2.0 2.1 სისტემა პირისპირ შეეჩეხა მთისპირა კოლხ ადამიანს – წალენჯიხის არჩეული მერი
- ↑ [https://netgazeti.ge/news/573645/ “მე გადმოვსახლდები წალენჯიხაში” — მამუკა ხაზარაძე ]
- ↑ თემურ ჭყონია ადასტურებს, რომ წალენჯიხაში ბიზნესის დაწყებას აპირებს