დავით და სერგო კლდიაშვილების სახლ-მუზეუმი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 6: ხაზი 6:


== სქოლიო ==
== სქოლიო ==
{{სქოლიო}}
{{სქოლიო|refs=
<ref name="georgianmuseums.ge">{{cite web |title=დავით და სერგო კლდიაშვილების სახლ-მუზეუმი |url=http://georgianmuseums.ge/museum/david-and-sergo-kldiashvili-house-museum/ |publisher=''georgianmuseums.ge'' |access-date=4 ივნისი, 2021}}</ref>
}}


[[კატეგორია:იმერეთის მხარის მუზეუმები]]
[[კატეგორია:იმერეთის მხარის მუზეუმები]]

10:57, 4 ივნისი 2021-ის ვერსია

დავით და სერგო კლდიაშვილების სახლ-მუზეუმი — ქართველი მწერლისა და დრამატურგის დავით კლდიაშვილისა (1862–1931) და მის ვაჟის, მწერლის სერგო კლდიაშვილის (1893–1986) სახლ-მუზეუმი საქართველოში, იმერეთში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა სიმონეთში. აქ დაცულია მამა-შვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალები: ავეჯი, ხელნაწერები, სამოსი, ჭურჭელი, სხვადასხვა პერიოდის გამოცემები, ფოტო და დოკუმენტური მასალა.[1]

დაფუძნდა 1945 წელს,[1] გაიხსნა 1949 წელს.[2] სახლ-მუზეუმის მთლიანი ფართობია 267 მ², მათ შორის მუდმივი ექსპოზიციისა — 180 მ².[1] დიდი ცისფერი იმერული ოდა დგას სოფლის შემაღლებულ ადგილზე, ხეებით გარშემორტყმულ გორაკზე. სახლში 1862 წელს დაიბადა და 1931 წელს გარდაიცვალა დავით კლდიაშვილი.[2]

ოდა ხუთოთახიანია. ამათგან სამში გამოფენილია მწერლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ექსპონატები. მესამე ოთახი მემორიალურია, სადაც დგას საწოლი, რომელზეც გარდაიცვალა დავით კლდიაშვილი. ყველაფერი შემონახულია პირვანდელი სახით.[2] შენობა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლია (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2007 წლის №3/181 ბრძანება).[1]

სქოლიო

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 დავით და სერგო კლდიაშვილების სახლ-მუზეუმი. georgianmuseums.ge. ციტირების თარიღი: 4 ივნისი, 2021
  2. 2.0 2.1 2.2 შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის დროშა არ არის მითითებული ტექსტი; $2