ფოტოაპარატი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ფოტოაპარატი''', ''ფოტოკამერა'' — ფოტოფირის, ფოტოფირფიტის ან სხ...
(განსხვავება არ არის)

13:58, 27 სექტემბერი 2020-ის ვერსია

ფოტოაპარატი, ფოტოკამერა — ფოტოფირის, ფოტოფირფიტის ან სხვა ფოტომასალის შუქმგრძნობიარე შრეზე ფოტოგრაფირებული ობიექტების ოპტიკურ გამოსახულებათა მისაღები ოპტიკურ-მექანიკური მოწყობილობა.

დანიშნულების მიხედვით ფოტოაპარატი არის მოყვარულთა, პროფესიონალური და სპეციალური. მოყვარულთა და პროფესიონალურ ფოტოაპარატებს იყენებენ ადამიანთა ჯგუფის, პორტრეტისა და პეიზაჟის გადასაღებად, სპეციალურ ფოტოაპარატებს კი — ფოტოტექნიკური სამუშაოებისათვის, აეროფოტოგადაღების, მიკროგადაღებისა და გადაღების სხვა სპეციალური სახეობებისათვის. მიღებულ გამოსახულებათა ზომების (კადრის ფორმატის) მიხედვით ფოტოკამერები არის მინიატურული, ნახევრადფორმატიანი, მცირეფორმატიანი, საშუალოფორმატიანი და ფართოფორმატიანი. ფოტოაპარატის ძირითადი ნაწილებია: შუქშეუღწევადი კამერა, სინათლის შემოსასვლელი (გადასაღები ობიექტივი ან უბრალოდ ღიობი),

შუქშეუღწევადი კამერა