საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური''' (საქსტატი) —...
 
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:
'''საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური''' (საქსტატი) — საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სტატისტიკის წარმოებისა და სტატისტიკური ინფორმაციის გავრცელების მიზნით შექმნილი უწყება, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს დამოუკიდებლად. სამსახური შექმნილია [https://matsne.gov.ge/ka/document/view/28384?publication=4 “ოფიციალური სტატისტიკის შესახებ”] საქართველოს კანონის საფუძველზე.
'''საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური''' (საქსტატი) — საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად [[სტატისტიკა|სტატისტიკის]] წარმოებისა და სტატისტიკური [[ინფორმაცია|ინფორმაციის]] გავრცელების მიზნით შექმნილი [[უწყება]], რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს დამოუკიდებლად. სამსახური შექმნილია [https://matsne.gov.ge/ka/document/view/28384?publication=4 “ოფიციალური სტატისტიკის შესახებ”] საქართველოს კანონის საფუძველზე.


== სტატისტიკის წარმოების ძირითადი პრინციპები: ==
== სტატისტიკის წარმოების ძირითადი პრინციპები: ==

16:04, 20 აპრილი 2020-ის ვერსია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი) — საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სტატისტიკის წარმოებისა და სტატისტიკური ინფორმაციის გავრცელების მიზნით შექმნილი უწყება, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს დამოუკიდებლად. სამსახური შექმნილია “ოფიციალური სტატისტიკის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე.

სტატისტიკის წარმოების ძირითადი პრინციპები:

  1. მნიშვნელოვნობა, ობიექტურობა, საყოველთაო ხელმისაწვდომობა;
  2. პროფესიული სტანდარტებისა და ეთიკის დაცვა;
  3. ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა;
  4. სტატისტიკური მონაცემების მცდარი გამოყენების თავიდან აცილება;
  5. სტატისტიკური წყაროს არსებობა;
  6. კონფიდენციალურობა;
  7. საკანონმდებლო ბაზის საჯაროობა;
  8. ეროვნული კოორდინაცია;
  9. საერთაშორისო სტანდარტების გამოყენება;
  10. საერთაშორისო თანამშრომლობა.

ძირითადი ფუნქციები

  1. სტატისტიკის სფეროში ერთიანი პოლიტიკის შემუშავება და ტერიტორიულ და სტატისტიკის მწარმოებელ სხვა ორგანოებთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა;
  2. სტატისტიკურ სამუშაოთა პროგრამის შემუშავება;
  3. სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული სტატისტიკური საქმიანობა წარმოება, რომელიც მოიცავს:
    • სტატისტიკური კვლევების ჩატარებას;
    • ადმინისტრაციულ მონაცემთა დამუშავებას ექსკლუზიურად, სტატისტიკური მიზნით;
    • დაკვირვების ერთეულის შესახებ მონაცემთა დამუშავებას;
    • სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული გრაფიკის შემუშავებას და მისი საჯაროობის უზრუნველყოფას;
    • გამოქვეყნებული გრაფიკის მიხედვით სტატისტიკური მონაცემების გავრცელებას და ყველა მომხმარებლისათვის მათი თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას;
    • საერთაშორისო ანალოგების შესაბამისი სტატისტიკური მეთოდოლოგიისა და სტანდარტების შემუშავებას და მათი დანერგვის ხელშეწყობას;
  4. მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ჩატარება;
  5. ყოველწლიური საქმიანობის ანგარიშის მომზადება;
  6. სტატისტიკის ტერიტორიული ორგანოების შექმნა და მათი სამოქმედო არეალების განსაზღვრა.

ხელმძღვანელობა

საქსტატს ხელმძღვანელობს აღმასრულებელი დირექტორი, რომელსაც ყავს ორი მოადგილე, რომელთა კომპეტენციაში შედის 11 სხვადასხვა დეპარტამენტი. აღმასრულებელი დირექტორი ასევე არის ორი სათათბირო ორგანოს - საბჭოს წევრი: ესენია საქსტატის საბჭო და მრჩეველთა საბჭო.

რესურსები ინტერნეტში

საქსტატის ოფიციალური ვებგვერდი