კარიბები (ხალხი): განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
No edit summary |
მ დაემატა კატეგორია:სამხრეთ ამერიკის ინდიელები გაჯეტ HotCat-ით |
||
ხაზი 21: | ხაზი 21: | ||
[[კატეგორია:კარიბის ზღვის აუზი]] |
[[კატეგორია:კარიბის ზღვის აუზი]] |
||
[[კატეგორია:მსოფლიოს ხალხები]] |
[[კატეგორია:მსოფლიოს ხალხები]] |
||
[[კატეგორია:სამხრეთ ამერიკის ინდიელები]] |
14:51, 28 მარტი 2020-ის ვერსია
კარიბები, ასევე ცნობილი, როგორც კალინაგო[1] — ინდიელ ტომთა ჯგუფი სამხრეთ ამერიკაში, მცირე ანტილის კუნძულების მკვიდრი მოსახლეობა. ისინი სავარაუდოდ წარმოშობილი არიან სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე მცხოვრები კალინას ხალხისგან, თუმცა კარიბული ენების ჯგუფის განსხვავებულ ენაზე საუბრობენ.
ესპანელებთან კონტაქტის მომენტში კარიბები დომინანტ ჯგუფს წარმოადგენდნენ, ამიტომაც ეწოდათ კუნძულებს მათი სახელი. ისინი ცხოვრობდნენ ვიდვარდის კუნძულებზე, დომინიკზე და სავარაუდოდ სამხრეთ ქარზურგა კუნძულებზე. ისტორიულად ითვლებოდა, რომ მათი წინაპრები მოვიდნენ კონტინენტიდან და დაიპყრეს კუნძულები. ზოგიერთი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ კონტინენტიდან მოსულმა მცირე ჯგუფებმა დაიპყრეს კუნძულები და შეინარჩუნეს ძველი ტრადიციები, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობის სასაუბრო ენა მიიღეს.[2]
კოლონიზაციის ადრეულ პერიოდში, კარიბებს მებრძოლი ხალხის რეპუტაცია ჰქონდათ, რომლებიც მეზობელ კუნძულებს ესხმოდნენ თავს. მიიჩნეოდა, რომ ისინი კანიბალიზმს მისდევდნენ.[3] ესპანელი კონკისტადორების მიხედვით, ისინი ადამიანის ხორცს რეგულარულად მოიხმარდნენ. არქეოლოგიური კვლევები ადასტურებს ადამიანის ხორცის რიტუალურ გამოყენებას. დღეს კარიბების შთამომავლები ისევ ცხოვრობენ ანტილის კუნძულებზე.
ლიტერატურა
- Patrick Leigh Fermor, The Traveller's Tree, 1950, pp. 214–5
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 404.
რესურსები ინტერნეტში
- The Quest of the Carib Canoe
- Mainland Carib artwork, National Museum of the American Indians
- Yurumein (Homeland): A Documentary on Caribs in St. Vincent
- Guanaguanare - the Laughing Gull. Carib Indians in Trinidad - includes 2 videos
სქოლიო
- ↑ [1], "Change from Carib to Kalinago now official", Dominica News Online
- ↑ Rouse, Irving (1992). The Tainos. Yale University Press, გვ. 21. ISBN 0300051816. ციტირების თარიღი: May 22, 2014.
- ↑ Rouse, Irving (1992). The Tainos. Yale University Press, გვ. 22–23. ISBN 0300051816. ციტირების თარიღი: May 22, 2014.