გამრეკელ ჯავახიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 7: ხაზი 7:


[[კატეგორია:ქართველი დიდგვაროვანი ფეოდალები]]
[[კატეგორია:ქართველი დიდგვაროვანი ფეოდალები]]
[[კატეგორია:ჯავახიშვილები|გ]]

14:27, 23 მაისი 2019-ის ვერსია

გამრეკელ ჯავახიშვილი — XIV საუკუნის I ნახევრის ქართლის წარჩინებული ფეოდალი. თეძმის ხეობაში დამკვიდრებული თორელების საგვარეულოდან წარმომდგარი ჯავახიშვილების გვარის პირველი წარმომადგენელი - შვილი ჯავახ თორელისა. ჰყავდა ძმა ივანე, და - ბობა, შვილი სარიჯნა. ჟამთააღმწერლის ცნობით, XIV საუკუნის დასაწყისში, ყაზან-ყაენის სიკვდილის შემდეგ, მეფე ვახტანგ III-თან (1298-1308) ერთად მონაწილეობდა მონღოლთა ლაშქრობაში გილანელების წინააღმდეგ. 1345 გიორგი V ბრწყინვალემ ურდოში ლაშქრობის დროს ერთგული სამსახურისთვის ჯავახიშვილს ყმა-მამული უწყალობა.

ლიტერატურა

  • შოშიაშვილი ნ., თორელთა ფეოდალური სახლის ისტორია და შოთა რუსთაველი, კრ.: შოთა რუსთაველი, ისტორიულ-ფილოლოგიური ძიებანი, თბ., 1966;