ქვენიფნევი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 3: ხაზი 3:
ქვენიფნევი კონტროლს უწევდა მდინარე [[ქსანი|ქსანზე]] გამავალ გზას და უზრუნველყოფდა ხეობის ზედა ნაწილის თავდაცვისუნარიანობას. მატიანეში „ძეგლი ერისთავთა“ (XIV-XV სს. მიჯნა) XIV საუკუნის დასაწყისის მოვლენების თხრობისას აღნიშნულია, რომ აქ იყო მოზრდილი ციხე, რომლის აღება მეფე [[დავით VIII|დავით VIII-მ]] ვერ მოახერხა. ზღუდის შიგნით იდგა სასახლე და ეკლესია, აგებული ერისთავების ლარგველ შალვას ძისა და [[ქვენიფნეველი, ვირშელ|ქვენიფნეველ ვირშელის]] ძის მიერ.

ქვენიფნევი ნაგებობათა რთული კომპლექსი იყო. მისი მიწისზედა ნაშთები ცუდადაა შემორჩენილი. გალავანი კვადრატულია (60x60), სამხრეთ-დასავლეთით კოშკია, ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით — სწორკუთხა გეგმის დიდი შენობის ნანგრევები, გალავნის გარეთ - დანგრეული მცირე [[დარბაზული ეკლესია]] (ფრესკათა ფრაგმენტებით).
ქვენიფნევი ნაგებობათა რთული კომპლექსი იყო. მისი მიწისზედა ნაშთები ცუდადაა შემორჩენილი. გალავანი კვადრატულია (60x60), სამხრეთ-დასავლეთით კოშკია, ჩრდილო-აღმოსავლეთით — სწორკუთხა გეგმის დიდი შენობის ნანგრევები, გალავნის გარეთ - დანგრეული მცირე [[დარბაზული ეკლესია]] (ფრესკათა ფრაგმენტებით).

==ლიტერატურა==
==ლიტერატურა==

11:18, 13 აპრილი 2018-ის ვერსია

ქვენიფნევი — შუა საუკუნეების ციხესიმაგრე აღმოსავლეთ საქართველოში (ახლანდელი ახალგორის რაიონის ტერიტორიაზე, სოფ. ლარგვისის სამხრეთით 3 კმ-ზე). ნანგრევებიღაა შემორჩენილი. XVI საუკუნის დამლევამდე იყო ცხრაძმისხევის ერისთავთა რეზიდენცია. აქედანვეა აქაურ ერისთავთა ზედწოდება — ქვენიფნეველი.

ქვენიფნევი კონტროლს უწევდა მდინარე ქსანზე გამავალ გზას და უზრუნველყოფდა ხეობის ზედა ნაწილის თავდაცვისუნარიანობას. მატიანეში „ძეგლი ერისთავთა“ (XIV-XV სს. მიჯნა) XIV საუკუნის დასაწყისის მოვლენების თხრობისას აღნიშნულია, რომ აქ იყო მოზრდილი ციხე, რომლის აღება მეფე დავით VIII-მ ვერ მოახერხა. ზღუდის შიგნით იდგა სასახლე და ეკლესია, აგებული ერისთავების ლარგველ შალვას ძისა და ქვენიფნეველ ვირშელის ძის მიერ.

ქვენიფნევი ნაგებობათა რთული კომპლექსი იყო. მისი მიწისზედა ნაშთები ცუდადაა შემორჩენილი. გალავანი კვადრატულია (60x60), სამხრეთ-დასავლეთით კოშკია, ჩრდილო-აღმოსავლეთით — სწორკუთხა გეგმის დიდი შენობის ნანგრევები, გალავნის გარეთ - დანგრეული მცირე დარბაზული ეკლესია (ფრესკათა ფრაგმენტებით).

ლიტერატურა

  • გვასალია ჯ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 518.
  • გვასალია ჯ., ქსნის ხეობის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები, «საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული», 1967, ტ. 3.