ვირშელ ქვენიფნეველი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ქვენიფნეველი, ვირშელ)

ვირშელ ქვენიფნეველი ცხრაზმისხევის (ცხრაძმისხევის) ერისთავთერისთავი XI საუკუნის I ნახევარში, ძე ლარგველ ქვენიფნეველისა. განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ქართლში ჩამომსხდარი ოსების წინააღმდეგ ბრძოლებში. გაათავისუფლა ქ. გორი ოსებისაგან. წყაროს ცნობით ქვენიფნეველი იყო გლახაკთა მოწყალე. მის დროს ქვენიფნევში ერისთავის ხარჯზე საზრდოობდა "უძლურთა და დავრდომილთა" 55 სახლი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შოშიაშვილი ნ., ქსე, ტ. 10, გვ. 518, თბ., 1986