ჯიხვი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 11: ხაზი 11:
| ქვეოჯახი = [[თხები]]
| ქვეოჯახი = [[თხები]]
| გვარი = '''ჯიხვი'''
| გვარი = '''ჯიხვი'''
| ლათ = oreamnos americanus
| ლათ = Capra
| ვიკისახეობები = Capra
| ვიკისახეობები = Capra
| commons = Category:Capra
| commons = Category:Capra

19:32, 7 მაისი 2015-ის ვერსია

ჯიხვები

დასავლეთკავკასიური ჯიხვი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ძუძუმწოვრები
კლასი:  ქორდიანები
რიგი:  წყვილჩლიქოსნები
ოჯახი:  ძროხისებრნი
ქვეოჯახი:  თხები
გვარი:  ჯიხვი
ლათინური სახელი
Capra

ჯიხვი — დიდი ზომის თხა წყვილჩლიქოსნების რიგისა. ცნობილია ორი სახეობა: ყუბანური ანუ დასავლეთკავკასიური ჯიხვი (ლათ. Capra caucasica) — გავრცელებულია კავკასიონის მთავარი ქედის დასავლეთ ნაწილში, და დაღესტნური ანუ აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვი (ლათ. Capra caucasica cylindricornis) — ცხოვრობს კავკასიონის მთავარი ქედის აღმოსავლეთ ნაწილში (მწვერვალ შხარის აღმოსავლეთით). მისი სხეულის სიგრძე 165 სმ, სიმაღლე მინდაოში — 109 სმ, კუდის სიგრძე 10-14 სმ, მასა 80 (ზოგი 100 კგ) აღწევს. ჯიხვები ბინადრობენ ალპურ და სუბალპურ მდელეობზე. ზამთრობით ტყეში იხიზნებიან. იკვებებიან მცენარეულობით. მრავლდებიან წელიწადში ერთხელ. მაკეობა გრძელდება 150-160 დღე-ღამემდე. შობენ 1 თიკანს. სქესობრივად მწიფდებიან 2 წლისა. ჯიხვი შინაურ თხას ეჯვარება, რის შედეგადაც მიიღება ჰიბრიდი ჯიხვთხა, რომელიც, განსაკუთრებით კი ვაცი, ზომა-წონით ორივე მშობელს სჭარბობს. ჯიხვი ტყვეობას ადვილად ეგუება და მალე თვინიერდება.

ლიტერატურა