მარტვილის ჭედური ჯვარი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
{{უკატეგორიო}} |
მ added Category:შუასაუკუნეების ხელოვნება using HotCat |
||
ხაზი 8: | ხაზი 8: | ||
==ლიტერატურა== |
==ლიტერატურა== |
||
* ქსე, ტ. 6, გვ. 458, თბ., 1983 |
* ქსე, ტ. 6, გვ. 458, თბ., 1983 |
||
[[კატეგორია:შუასაუკუნეების ხელოვნება]] |
18:18, 15 სექტემბერი 2014-ის ვერსია
ეს სტატია უკატეგორიოა. |
მარტვილის ჭედური ჯვარი, XI საუკუნის ქართული ოქრომჭედლობის ძეგლი. საწინამძღვრო ჯვარი მოჭედილია ივანე დიაკონის მიერ. ოსტატის სახელი იკითხება ჯვრის უკანა მხარის არშიაზე შესრულებულ ასომთავრულ წარწერაში. მოოქრული ვერცხლის ჯვარი (55×36 სმ) ძირითადად კარგადაა შენახული, დაცულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში.
ჯვარზე გამოსახულია „ჯვარცმა“, მის მარჯვნივ და მარცხნივ ფეხზე მდგარი მარიამი და იოანე, ზემო მკლავზე — ქრისტე ყოვლისმპყრობელი. ქვემო მკლავზე — წმინდანი. აგრეთვე ბასილი დიდი და გრიგოლი (ორივე წელზევით). ჯვრის არე ორნამენტითაა დაფარული, ჯვრის ზურგი კი ვირტუოზულად შესრულებული, რელიეფეური მცენარეული ორნამენტებით.
მარტვილის ჭედური ჯვარი ქართული ოქრომქანდაკებლობის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფეხურის თვალსაჩინო ძეგლია. ოსტატს განსაკუთრებული ყურადღება მიუქცევია ფიგურათა სკულპტურულობისათვის. ჯვარცმული ქრისტეს ფიგურა ძლიერადაა მოდელირებული, პროპორციები სწორია, შესრულების ხასიათი მონუმენტური. ფიგურები მშვიდია, ყოველგვარ ექსპრესიას მოკლებული.
ლიტერატურა
- ქსე, ტ. 6, გვ. 458, თბ., 1983