ჟან II კეთილი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
რობოტი შეცვლა: cy:Jean II, Brenin Ffrainc
რობოტი დამატება: no:Johan II av Frankrike
ხაზი 28: ხაზი 28:
[[la:Ioannes II (rex Franciae)]]
[[la:Ioannes II (rex Franciae)]]
[[nl:Jan II van Frankrijk]]
[[nl:Jan II van Frankrijk]]
[[no:Johan II av Frankrike]]
[[nrm:Jean II de Fraunce]]
[[nrm:Jean II de Fraunce]]
[[pl:Jan II Dobry (król Francji)]]
[[pl:Jan II Dobry (król Francji)]]

19:05, 27 ივლისი 2007-ის ვერსია

ჟან II

ჟან II (ფრანგ. Jean II de Valois), მეტსახელად "კეთილი" (ფრანგ. le Bon) (* 16 აპრილი, 1319, გე-დე-მოლუის ციხე-დარბაზი, მანსის მახლობლად ― † 8 აპრილი, 1364, ლონდონი), საფრანგეთის მეფე 1350-1364 წლებში, ვალუას დინასტიიდან.

მის დროს მიმდინარეობდა ასწლიანი ომი; კრესის ბრძოლაში დამარცხების შემდეგ საფრანგეთის სამხედრო და ფინანსური მდგომარეობა მეტად დამძიმდა. საომარ მოქმედებათა გასაგრძელებლად საჭირო თანხების მისაღებად ჟან II-მ 1355 გენერალური შტატები მოიწვია, რომელიც დათანხმდა მიეცა მისთვის სუბსიდია, თავისი კონტროლის ქვეშ. მაგრამ ჟან II-მ საჭირო თანხის მხოლოდ ნაწილი მიიღო. პუატიეს ბრძოლაში (1356) ჟან II ტყვედ ჩაუვარდა ინგლისელებს. 1359 ხელი მოაწერა ლონდონის ხელშეკრულებას, რომლითაც ნახევარ სამეფოს ინგლისელებს უთმობდა და გამოსასყიდ თანხას (4 მლნ. ოქროს ეკიუ) ჰპირდებოდა. 1360 საფრანგეთში დაბრუნდა, მაგრამ გამოსასყიდის მთლიანად გადაუხდელობისა და მისი მძევლის (ჟან II-ის ძე) ინგლისიდან გაქცევის გამო 1364 დაბრუნდა ლონდონში, სადაც მალე გარდაიცვალა.