გეოსფეროები: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 25 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q241284
ხაზი 7: ხაზი 7:


==რესურსები ინტერნეტში==
==რესურსები ინტერნეტში==
* [http://dic.academic.ru/dic.nsf/enc_geolog/1250/Геосферы გეოსფეროები – გეოლოგიური ენციკლოპედია] {{ru}}
* [http://dic.academic.ru/dic.nsf/enc_geolog/1250/Геосферы გეოსფეროები – გეოლოგიური ენციკლოპედია] {{ru icon}}


==სქოლიო==
==სქოლიო==

19:42, 3 ივლისი 2013-ის ვერსია

დედამიწის სტრუქტურა

გეოსფეროები (ბერძნ. ge – მიწა და spháira – სფერო) — სხვადასხვა სიმკვრივისა და შედგენილობის კონცენტრული (დაახლოებით სფერული) გარსები, რომელთაგანაც შედგება დედამიწის სფერო.[1] პერიფერიიდან დედამიწის ცენტრისაკენ განლაგებულია: დედამიწის ატმოსფერო, ჰიდროსფერო, დედამიწის ქერქი, დედამიწის მანტია და ბირთვი. არეს, სადაც გავრცელებულია ორგანიზმები (ატმოსფეროს ქვედა ნაწილი, მთელი ჰიდროსფერო და დედამიწის ქერქის ზედა ნაწილი), ბიოსფეროს უწოდებენ.[2] ცენტრალური ადგილი უკავია დედამიწის სფერულ ბირთვს, რომლის რადიუსია დაახლოებით 3470 კმ. იგი იმყოფება 2900 კმ სიღრმეზე. უფრო მაღლა განლაგებულია დედამიწის მანტია, რომელიც 5-75 კმ სიღრმეზე დედამიწის ქერქს გამოეყოფა მოხოროვიჩიჩის ზედაპირით.[3] მანტიის ზედა ნაწილთან ერთად დედამიწის ქერქი ერთიანდება დედამიწის მყარ გარსში — ლითოსფეროში. გარეგანია პლანეტის წყლის გარსი — ჰიდროსფერო და აიროვანი გარსი ატმოსფერო.[3] პირველი წყვეტილად არის განლაგებული ატმოსფეროსა და დედამიწის ქერქს შორის; ხოლო მეორე ჰაერის გარსია და დედამიწას აკრავს ირგვლივ, ამასთანავე მასთან ერთად ბრუნავს. ორივე გარსი რთული აგებულებისაა, და იყოფიან თავის მხრივ, შემადგენელ ნაწილებად. მაგალითად, დედამიწის ქერქში არსებული მრავალწლოვანმზრალი ქანების ფენას — კრიოსფერო ეწოდება, ხოლო ხმელეთის ზედა თხელ და ნოყიერ ფენას — პედოსფერო.[3]

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო