ივანე ამილახვარი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
Bot: Migrating 2 interwiki links, now provided by Wikidata on d:q3651072 (translate me)
ხაზი 14: ხაზი 14:
[[კატეგორია:დაბადებული 1829]]
[[კატეგორია:დაბადებული 1829]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1905]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1905]]

[[en:Ivane Amilakhvari]]
[[ru:Амилахори, Иван Гивич]]

00:39, 9 მარტი 2013-ის ვერსია

გენერალი ამილახვარი

ივანე გივის ძე ამილახვარი (დ. 26 იანვარი, 1829 ― გ. 29 აგვისტო, 1905), რუსეთის არმიის კავალერიის გენერალი (1896).

1850-იდან მსახურობდა ჩრდილოეთ კავკასიაში ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში. 1853-იდან იბრძოდა შამილის წინააღმდეგ. ყირიმის ომის (1853-1856) დროს - კავკასიის ფრონტზე ოსმალეთის წინააღმდეგ მონაწილეობდა სოფ. ბაინდურის, ბაშკადიკლარის და ყარსის ბრძოლებში. 1873 მიიღო გენერალ-მაიორის ჩინი. ამილახვარმა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი რუსეთ-ოსმალეთის ომში (1877-1878). მისმა ცხენოსანმა დივიზიამ აიღო ბაიაზეთი, დიადინი, ალაშკერტი, ჰასან-კალე, არზრუმი და სხვა. 1883 წელს ამილახვარმა მიიღო გენერალ-ლეიტენანტის ჩინი, ხოლო 1901 გენერალ-ადიუტანტის საპატიო წოდება. 1893-იდან იყო კავკასიის საარმიო კორპუსის მეთაური. გამოქვეყნებული აქვს დღიურები და მოგონებები (ჟურნალ „Кавказский сборник“, 1908-1909, т.26-29. ავტორიზებული თარგმანი ქართულიდან). ეს მონათხრობი შეიცავს საინტერესო ცნობებს ეპოქისა და იმ ბრძოლების ირგვლივ, რომლებშიც ამილახვარს მიუღია მონაწილეობა. მასში უხვადაა საგულისხმო მასალა ამილახვარის თანამებრძოლების - გრიგოლ, ზაქარია, ილია ორბელიანების, კ.მამაცაშვილის, მალაქია გურიელის და სხვათა, აგრეთვე შამილის შესახებ. ამილახვარი დაჯილდოებული იყო ოქროს ხმლით „მამაცობისათვის“ და მრგვალი საბრძოლო ორდენითა და მედლით.

ლიტერატურა