ილია ორბელიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ორბელიანი, ილია)
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ორბელიანი.
ილია ორბელიანი

ილია დიმიტრის (ზურაბის) ძე ორბელიანი (დ. 10 დეკემბერი, 1815, თბილისი ― გ. 20 დეკემბერი [ძვ. სტ. 8 დეკემბერი], 1853, ალექსანდროპოლი, ახლანდელი გიუმრი, სომხეთი, დაკრძალულია თბილისში)— რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1851). გრიგოლ ორბელიანის უმცროსი ძმა. სამხედრო სამსახური დაიწყო ქართულ გრენადერთა პოლკში იუნკრად (1832). 1838-იდან ოფიცერი. 1832-იდან მონაწილეობდა ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა წინააღმდეგ ბრძოლებში. 1842 წელს ტყვედ ჩაუვარდა შამილს. ტყვეობაში იმყოფებოდა რვა თვე.

1851-1853 წლებში იყო ქართველ გრენადერთა პოლკის მეთაური. ყირიმის ომის (1853–1856) დროს ამიერკავკასიის ფრონტზე იბრძოდა. განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ბაინდურისა და ბაშკადიკლარის ბრძოლებში (ბაშკადიკლართან სასიკვდილოდ დაიჭრა).

ცოლად ჰყავდა ბარბარე, ილია ბატონიშვილის ასული (დ. 1831 — გ. 14 მარტი, 1884).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: