ბიორნ კეიპერსი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.2) (ბოტის დამატება: zh:波恩·库伊佩尔斯
r2.7.3) (ბოტის დამატება: mr:ब्यॉन कुपियर्स
ხაზი 26: ხაზი 26:
[[id:Björn Kuipers]]
[[id:Björn Kuipers]]
[[it:Björn Kuipers]]
[[it:Björn Kuipers]]
[[mr:ब्यॉन कुपियर्स]]
[[nl:Björn Kuipers]]
[[nl:Björn Kuipers]]
[[pl:Björn Kuipers]]
[[pl:Björn Kuipers]]

20:26, 18 ივნისი 2012-ის ვერსია

ბიორნ კეიპერსი (ნიდერლ. Björn Kuipers; 28 მარტი, 1973 წ. ოლდენზალი, ) — ნიდერლანდელი ფეხბურთის მსაჯი. ძირითადად მოღვაწეობს ნიდერლანდების უმაღლეს საფეხბურთო დივიზიონში.

კეიპერსი ამავე დროს მსაჯობს ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე. მათ შორისაა 2006 წლის ევროპის 17 წლამდელთა ჩემპიონატის ფინალი[1], უეფა-ს თასის, უეფა-ს ევროპის ლიგისა[2] და ჩემპიონთა ლიგის მატჩები.[3] KNVB-ის (ნიდერლანდების სამეფო ფეხბურთის ასოციაცია) მიერ კეიპერსი A კლასის (ტოპ-სია) არბიტრთა სიაშია შეტანილი.[4] მამამისი ასევე მსაჯი იყო.

2009 წლის 14 ივლისს, KNVB-ის მსაჯთა ტექნიკური სამსახურის უფროსმა დაადასტურა, რომ კეიპერსი ევროპული ფეხბურთის უმაღლეს კლასში იქნა აყვანილი. პიეტერ ვინკთან და ერიკ ბრაამჰაართან ერთად, იგი ერთადერთი ჰოლანდიელია უმაღლეს ევროპულ დონეზე.[5] 2006 წლიდან ირიცხება ფიფა-ს მსაჯთა სიაში.[6]

ბიორნი ნეიმეგენის რადბუდის უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირებას სწავლობდა, პარალელურად ოლდენზალში სამი C1000 სუპერმარკეტისა და თმის სალონის თანამფლობელი იყო.

სქოლიო