ფილიპ II (ბურგუნდია): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.1) (ბოტის დამატება: lt:Pilypas II Drąsusis
r2.7.1) (ბოტის დამატება: ro:Filip al II-lea, Duce de Burgundia
ხაზი 43: ხაზი 43:
[[pl:Filip II Śmiały]]
[[pl:Filip II Śmiały]]
[[pt:Filipe II, Duque da Borgonha]]
[[pt:Filipe II, Duque da Borgonha]]
[[ro:Filip al II-lea, Duce de Burgundia]]
[[ru:Филипп II Смелый]]
[[ru:Филипп II Смелый]]
[[sk:Filip II. (Burgundsko)]]
[[sk:Filip II. (Burgundsko)]]

07:34, 4 მარტი 2012-ის ვერსია

ფილიპ II მამაცი

ფილიპ II მამაცი (ფრანგ.: Philippe II de Bourgogne, le Hardi) (* 15 იანვარი 1342, პონტუაზი, საფრანგეთი; † 27 აპრილი 1404, ჰალე, ბელგია) - ბურგუნდიის ჰერცოგი და დინასტიის დამაარსებელი, საფრანგეთის მეფის ჟან II კეთილის მეოთხე ვაჟი.

ბიოგრაფია

მეტსახელი "მამაცი" ფილიპმა ჯერ კიდევ 14 წლის ასაკში 1356 წელს პუატიეს ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისათვის მოიპოვა, თუმცა იმავე ბრძოლაში იგი მამასთნ ერთად ტყვედ ჩაუვარდა ინგლისელებს და 1360 წლამდე ტყვეობაში იმყოფებოდა ლონდონში. 1360 წელს საფრანგეთში დაბრუნებულ ფილიპს მამამისმა უბოძა საჰერცოგოს რანგში აყვანილი ტურენის საგრაფო, ხოლო 1363 წელს ბურგუნდიის საჰერცოგო და მიანიჭა საფრანგეთის პირველი პარის ტიტული. იმავე წელს იმპერატორმა კარლ IV-ემ მას მიუბოძა ზემო ბურგუნდიის (იგივე ფრანშ-კონტე) გერმანული მიწები.

1384 წელს მან ფლანდრიის გრაფინია მარგარეთა III-ზე ქორწინებით ფლანდრიის მიწებიც მიიერთა. ფლანდრიის ქალაქებმა გენტმა, ბრიუგემ და იპრმა ფილიპ ვან ერტეველდეს მეტაურობით ფილიპს წინააღმდეგობა გაუწიეს, თუმც საბოლოოდ დამარცხდნენ 1382 წლის 27 ნოემბერს როოსებეკეს ბრძოლაში.

საფრანგეთის მეფე შარლ V-ის გარდაცვალების შემდგომ ფილიპი ძმებთან, ჰერცოგებ ლუი I დ'ანჟუსა და ჟან I დე ბერისთან ერთად საფრანგეთის მეფის შარლ VI-ეს რეგენტი იყო. 1388 წელს იგი რეგენტობას ჩამოაშორა შარლ VI მინისტრმა მარმუსემ, თუმცა შარლის გაგიჟების შემდგომ 1392 წელს იგი კვალავ რეგენტი გახდა.


ოჯახი

ფილიპს მარგარეტა III ფლანდრიელთან ქორწინებაში შეეძინა შვილები: