პასიანს დაბანი: განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
არ არის რედაქტირების რეზიუმე
(r2.7.1) (ბოტის დამატება: en:Patience Dabany)
No edit summary
'''პასიანს მარი ჟოზეფინ კამა დაბანი''' ([[ფრანგ.]] Patience Marie Josephine Kama Dabany; დაბადებით — მარი ჟოზეფინ კამა, ასევე ცნობილია როგორც '''ჟოზეფინ ბონგო''', დ. [[22 იანვარი]], [[1944]], [[ბრაზავილი]], [[კონგოს რესპუბლიკა]]) — [[გაბონი|გაბონელი]] მუსიკოსი და მომღერალი, გაბონის ყოფილი პირველი ლედი, გაბონის მიმდინარე პრეზიდენტი [[ალი ბონგო ონდიმბა]]ს დედა. თითქმის ოცდაათი წელი [[ომარ ბონგო|ომარ ბონგო ონდიმბა]]ს მეუღლე იყო, რომელიც [[1967]]-[[2009]] წლებში [[გაბონის პრეზიდენტი]] იყო. განქორწინების შემდეგ მუსიკის კარიერას მიჰყვა.
 
==ბიოგრაფია==
დაიბადა [[ბრაზავილი|ბრაზავილში]], კონგო, წარმოშობით სამხრეთაღმოსავლეთსამხრეთ-აღმოსავლეთ გაბონელი მშობლების ოჯახში. დაბანი მუსიკალურ ოჯახში იზრდებოდა და სიმღერა ადრეულ ასაკში დაიწყო მამამისის [[აკორდეონი]]სა და ძმის [[გიტარი]]ს აკომპანიმენტის თანხლებით. დედამისი ტრადიციული ხალხური სიმღერების შემსრულებელი იყო. მოზარდობაში ის ბრაზავილის ერთ-ერთ ეკლესიის გუნდში მღეროდა, მოგვიანებით კი ტრადიციული სიმღერების შესრულება დაიწყო.
 
===პირველი ლედი===
[[1958]] წელს დაბანი ალბერ-ბერანრბერნარ ბონგოს, ახალგაზრდა გაბონელ სტუდენტს, შეხვდა. [[1959]] წლის 31 ოქტომბერს, 15 წლის ასაკში, ის ალბერს ცოლად გაყვა. მათ ორი შვილი ეყოლათ: ვაჟი -- ალენ ბერნარ ბონგო (9 თებერვალი 1959 წ.) და ქალიშვილი -- აწ გარდაცვლილი ალბერტინ ამისა ბონგო (1964-1993).
 
[[1960]] წელს გაბონის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ დაბანიმ ქმართან ერთად [[გაბონის დემოკრატიული პარტია]] დააარსა. პარალელურად ის მრავალ სოციალურ წამოწყებაში, მათ შორის ქალთა უფლებების დაცვის, ქველმოქმედებასა და სხვა პროექტებში, მონაწილეობს. [[1967]] წელს მისი მეუღლე ომარ ბონგო გაბონის პრეზიდენტი გახდა.
 
===მუსიკალური კარიერა===
[[1986]] წელს ჟოზეფინ და ალბერ ბონგო განქორწინდნენ. მარიმ პროფესიონალი მომღერლის კარიერას მიჰყო ხელი ახალი სახელით -- პასიანს დაბანი. მის პირველ ალბომს "ლევეკიშა" მოჰყვა "Cheri Ton Disque Est Rayé", "Associé", და "Patience Dabany" 1994 წელს. 1997 წლის ალბომი "Nouvelle Attitude" აფრიკაში მის პოპულარობას ამყარებს. ამავე წელს ის სამშობლოში ბრუნდება და ლიბრევილში ფუძნდება. 2001 წელს გამოდის მისი ალბომი "Article 106". 2004 წლის ალბომი "Obomiyia" კი მას [[ჯეიმზ ბრაუნი|ჯეიმზ ბრაუნთან]] ევროპის ტურნეს გამართვის საშუალებას აძლევს. ამ ალბომში შეტანილი სიმღერა "La Connaissance" მისი ყოფილი მეუღლის 2005 წლის საპრეზიდენტო კამპანიის ერთ-ერთი ჰიმნი იყო.
 
==წყაროები==

სანავიგაციო მენიუ