მარიამ ლაბაძე
თემა
მარიამ ლაბაძე (დ. 11 სექტემბერი, 1944, კანდავა, ლატვიის სსრ, სსრკ) — ქართველი ექიმი.
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1968 წელს დაამთავრა რიგის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.
1969–1994 წლებში მუშაობდა თბილისში, ქირურგიის ინსტიტუტში; 1998 წლიდან ისევ ქირურგიის ინსტიტუტის თანამშრომელია. ავტორია 32 სამეცნიერო ნაშრომის და რაციონალიზატორული წინადადებებისა. ანესთეზიოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.
საკანდიდატო დისერტაციის თემაა „გულის კონსერვაცია ფტორნახშირწყლების ოქსიგენაციის პირობებში“, რომელიც დაიცვა 1985 წელს.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში, თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, თბ., 2000