მარიამ ლაბაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მარიამ ლაბაძე (დ. 11 სექტემბერი, 1944, კანდავა, ლატვიის სსრ, სსრკ) — ქართველი ექიმი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1968 წელს დაამთავრა რიგის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1969–1994 წლებში მუშაობდა თბილისში, ქირურგიის ინსტიტუტში; 1998 წლიდან ისევ ქირურგიის ინსტიტუტის თანამშრომელია. ავტორია 32 სამეცნიერო ნაშრომის და რაციონალიზატორული წინადადებებისა. ანესთეზიოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემაა „გულის კონსერვაცია ფტორნახშირწყლების ოქსიგენაციის პირობებში“, რომელიც დაიცვა 1985 წელს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში, თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, თბ., 2000

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]