სპენსერის სტროფი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სპენსერის სტროფი (ინგლ. Spenserian stanza — ცხრატაეპოვანი სტროფი. მისი რითმული სქემაა ababbcbcc[1]. პირველი რვა ტაეპი ასეთ სტროფში ემყარება ხუთტერფიან იამბს, ბოლო ტაეპი კი ექვსტერფიანი იამბით იწერება.

სტროფების ასეთი სისტემა შექმნა ედმუნდ სპენსერმა. იგი გამოიყენეს ინგლისში რობერტ ბერნსმა, ჯორჯ ბაირონმა, ჯონ კისტმა, რუსეთში — მიხეილ კუზმინმა. ქართულ პოეზიაში სპენსერის სტროფის გამოყენება არ დასტურდება.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. A Spenser Handbook, by H.S.V. Jones. Published by Appleton-Century-Crofts, INC>, New York 1958. Page 142.