სოხთის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სოხთის ეკლესია — არქიტექტურის ძეგლი, საკულტო ნაგებობა ჯავის მუნიციპალიტეტის სოფელ სოხთაში. აგებულია X-XI საუკუნეებში.

„საყდარო დიდებისაო შეიწყალე თეოდორე... სულსა გიორგისა განუსვენე. წმიდაო ეკლესიაო შეიწყალე ივანე კალატოზი“ - ასომთავრული წარწერა ფილაზე. აღწერა: ძეგლი წარმოადგენდა მოზრდილ დარბაზულ ეკლესიას, რომელიც ნაგები იყო ძირითადად შირიმის ქვით. ამჟამად შემორჩა ეკლესიის რამდენიმე კედლის ფრაგმენტი. ნაეკლესიართან ყრია მრავალი ქვა რელიეფებითა და ორნამენტული მოტივებით. აღსანიშნავია ქვის ფილა ასომთავრული წარწერით, რომელიც X საუკუნით თარიღდება. სხვა ქვები არ არის ერთი და იმავე დროის, ზოგი X საუკუნისაა, ზოგი XI. აღსანიშნავია, რომ ეკლესიას ჰქონდა სხვადასხვა მინაშენი, შესაძლებელია ყოფილიყო კოშკიც.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Меписашвили Р., Цинцадзе В. Архитектура нагорной части исторической провинции Грузии - Шида Картли. Тбилиси. 1975.
  • შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004