სოფი ადლერსპარე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფი ადლერსპარე
ესელდე
სოფი ადლერსპარე, ბერტა ვალერიუსის ფოტო (1860-იანი წლები)
დაბადების სახელი კარინ სოფი ლეიიონჰუფვუდი
დაბადების თარიღი 6 ივლისი, 1823
ჰელგერუმი, კალმარის ლენი, შვედეთი
გარდაცვალების თარიღი 27 ივნისი, 1895
სტრემი, სედერტელიე, შვედეთი
სხვა სახელები ესელდე
საქმიანობა გამომცემელი, რედაქტორი, მწერალი, ქალთა უფლებების დამცველი
მეუღლე(ები) აქსელ ადლერსპარე
ჯილდოები ილის კვორუმის მედალი

კარინ სოფი ადლერსპარე (შვედ. Sophie Adlersparre, ცნობილია ფსევდონიმით ესელდე; დ. 6 ივლისი, 1823 ― გ. 27 ივნისი, 1895)[1] ― XIX საუკუნის შვედეთში ქალთა უფლებების მოძრაობის ერთ-ერთი პიონერი. სკანდინავიაში პირველი ქალთა გაზეთის, Home Review (Tidskrift för hemmet), დამფუძნებელი და რედაქტორი (1859-1885); ხელსაქმის მეგობრების (Handarbetets vänner) ორგანიზაციის თანადამფუძნებელი (1874-1887); ფრედრიკა ბრემერის ასოციაციის დამფუძნებელი (Fredrika-Bremer-förbundet) და პირველი ორი ქალიდან ერთ-ერთი, რომელიც 1885 წელს შვედეთის სახელმწიფო კომიტეტში აირჩიეს.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფი ადლერსპარე ლეიონჰუფვუდების ოჯახში დაიბადა. იგი ვიცე-პოლკოვნიკ ბარონ ერიკ გაბრიელ კნუტსონ ლეიონჰუფვუდისა და სოფი ემერენტია ჰოპენსტედტის ოჯახში. დაწყებითი განათლება სახლში მიიღო, რის შემდეგაც ორი წელი სტოკჰოლმში, გოგონათა სკოლაში, ბიურსტრემის პანსიონში (Bjurströmska skolan) სწავლობდა.[1] 1869 წელს ის სამხედრო მეთაურ აქსელ ადლერსპარეზე (1812-1879) დაქორწინდა და ხუთი ბავშვის დედინაცვალი გახდა. ქმარი მას სოციალური რეფორმების საკითხებში მხარს უჭერდა.[1]

აღიარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1895 წელს შვედეთის საზოგადოებაში შეტანილი წვლილისთვის სოფი ადლერსპარე ილის კვორუმის მედლით დაჯილდოვდა.[1]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • (1979) Lilla Focus Uppslagsbok (Swedish). Focus Uppslagsböcker AB. 
  • Sophie Adlersparre Swedish (2012-09-01).
  • Sigrid Leijonhufvud (1910). Victoria Benedictsson, Ernst Ahlgren och Esselde : en brefväxling (Swedish). Stockholm. 
  • Sigrid Leijonhufvud (1922–23). Sophie Adlersparre 1–2. 
  • U. Manns, Den sanna frigörelsen: Fredrika-Bremer-förbundet 1884–1921 (1997)
  • Anna Nordenstam (2001). Begynnelser: Litteraturforskningens pionjärkvinnor 1850–1930. 
  • Barbro Hedwall (2011). რედ. Susanna Eriksson Lundqvist: Vår rättmätiga plats. Om kvinnornas kamp för rösträtt (Swedish). Förlag Bonnier. ISBN 978-91-7424-119-8. 
  • "Ideologer i olika tider : om Sophie Adlersparre, Stina Rodenstam och Anna-Maja Nylén" in Den feminina textilen : makt och mönster, 2005, Birgitta Svensson and Louise Waldén (editors), ISBN 9171084991

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Sigrid Leijonhufvud. K Sophie Adlersparre (f. Leijonhuvud). ციტირების თარიღი: 2015-06-16