სოფიო გოგოხია
| სოფიო გოგოხია | |
|---|---|
| დაბადების თარიღი | საქართველო |
| ეროვნება | ქართველი |
| მოქალაქეობა |
|
| საქმიანობა | პედაგოგი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი |
| აქტიური | XXI საუკუნე |
| ჯილდოები |
2020 წლის |
სოფიო გოგოხია — ქართველი პედაგოგი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. 2020 წელს გახდა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი.[1]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფიო გოგოხია მუშაობს სსიპ აფხაზეთის № 10 საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად.[1]
ის არის ქალთა საინიციატივო ჯგუფის ლიდერი, რომელიც სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ დაფინანსებულ პროექტებს ახორციელებს. მათ შორის აღსანიშნავია „ლიტერატურული ოდა“, რომელიც უკვე მეშვიდე წელია გრძელდება და თემში წიგნიერების განვითარებას ემსახურება.[1]
გოგოხიას თაოსნობით სკოლაში ფუნქციონირებს ლიტერატურული კლუბი „ჩხრეკანი“, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებას.[2]
განსაკუთრებული ადგილი უკავია კინოკლუბ „დუბლს“, რომელიც 4 წელზე მეტია მოქმედებს სკოლაში. კლუბი მართავს კინოჩვენებებს, დისკუსიებს, მონაწილეობს ფესტივალებსა და მასტერკლასებში. ის ჩართულია ეროვნული კინოცენტრისა და განათლების სამინისტროს ერთობლივ პროექტში „კინო სკოლაში“. „დუბლს“ იცნობენ საერთაშორისო კინოფესტივალ „CineDOC“-ზეც.[1]
2020 წლის 5 ოქტომბერს სოფიო გოგოხიას გადაეცა მასწავლებლის ეროვნული ჯილდო, რითაც გახდა აღნიშნული ჯილდოს მეოთხე მფლობელი.[1]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 4 5 სოფიო გოგოხია — TPrize.ge
- ↑ ლიტერატურული კლუბი “ჩხრეკანი” წარმოგიდგენთ – აქა ამბავი იმისა, თუ რატომ არის კარგი ამბავთა მბობა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-03-12. ციტირების თარიღი: 2023-03-12.
| |||||