სოჟი
იერსახე
| სოჟი Сож | |
|---|---|
|
მდინარე ქალაქ გომელთან | |
| ქვეყანა |
|
| ტერიტორიული ერთეულები |
ჩერნიჰივის ოლქი |
| ქალაქები | კრიჩევი, ჩერიკოვი, სლავგოროდი, გომელი |
| სათავე | 54°41′21″ ჩ. გ. 31°57′57″ ა. გ. / 54.68917° ჩ. გ. 31.96583° ა. გ. |
| შესართავი |
დნეპრი 51°56′50″ ჩ. გ. 30°48′24″ ა. გ. / 51.94722° ჩ. გ. 30.80667° ა. გ. |
| სიგრძე | 648 კმ |
| აუზის ფართობი | 42,1 ათ. კმ² |
| მდინარის სისტემა | დნეპრი → შავი ზღვა |
| წყლის ხარჯი (საშ.) | 219 მ³/წმ |
|
| |
სოჟი (რუს. , ბელარ. და უკრ. Сож) — მდინარე რუსეთში, ბელარუსსა და უკრაინაში; დნეპრის მარცხენა შენაკადი. სიგრძე 648 კმ, აუზის ფართობი 42,1 ათ. კმ². სათავეს იღებს სმოლენსკ-მოსკოვის მაღლობზე, მიედინება ვაკეზე, ქვემო წელი მდებარეობს პოლესიეს დაბლობზე. ხეობა ფართოა, ქალაქ გომელიდან (ბელარუსი) შესართავამდე ფართო (10 კმ-მდე) დაჭაობებული ჭალაა. იკვებება შერეულად, ჭარბობს თოვლის წყლები. ქვემო წელზე წყლის საშუალო წლიური ხარჯია 219 მ³/წმ. გაყინულია ნოემბრიდან – იანვრის დასაწყისიდან მარტის ბოლომდე – აპრილამდე. მთავარი შენაკადებია: პრონია (მარჯვენა), ოსტიორი, ბესედი, იპუტი (მარცხენა). ზემო წელზე დარაბულია. სანაოსნოა შესართავიდან 373 კმ-ზე. მდინარეზეა ქალაქები (დინების მიმართულებით): კრიჩევი, ჩერიკოვი, სლავგოროდი, გომელი (ყველა ბელარუსში).[1]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ СОЖ // Большая российская энциклопедия. т. 30. — М., 2015. — стр. 622.