სონორიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სონორიკა (ლათ. sonorus — წკრიალა, მჟღერი, ხმოვანი) — XX საუკუნის მუსიკაში კომპოზიციის ერთ-ერთი მეთოდი, დამყარებული ფერადოვანი ტემბრული ხმოვანებების-სონორების გამოყენებაზე. მისი თავისებურება გამოიხატება ფუნიკური ფერადოვანი ფაქტორის დომინირებაში. განსხვავება სონორიკასა და ჩვეულებრივ „ტონურ“ მუსიკას შორის გამოიხატება ხმოვანებების შერჩევაში, კერძოდ, სონორიკაში მთელი მნიშვნელობა ენიჭება ბგერითი ფერის საერთო შთაბეჭდილებას და არა ცალკეულ ტონებსა და მათ ინტერვალურ შეფარდებებს. განსაკუთრებული ეფექტი მიიღწევა სონორიკას ხმოვანებების შეერთებით მუსიკალური ორგანიზების სხვა ფორმებთან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კარგარეთელი ი., მოკლე პოპულარული სამუსიკო ენციკლოპედია, თბ., 1933
  • დაფქვიაშვილი თ., მუსიკალურ ტერმინთა ლექსიკონი, თბ., 1971
  • ყიფშიძე ა., ჩხიკვაძე გრ., მუსიკალური ლექსიკონი, თბ., 1971
  • ყიფშიძე ა., ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი, თბ., 1985