სონია რიკიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სონია რიკიელი

სონია რიკიელი (ფრანგ. Sonia Rykiel; დ. 25 მაისი, 1930, პარიზი, — გ. 25 აგვისტო, 2016, პარიზი) — ფრანგი მოდის დიზაინერი.

ეთნიკურად პოლონელი-ებრაელი სონია რიკიელი დაიბადა 1930 წელს პარიზში. 17 წლის ასაკში, სონია პარიზული ტექსტილის მაღაზიის ვიტრინების გასაფორმებლად გაიქირავეს. მოგვიანებით, იგი ცოლად გაჰყვა ბუტიკის მეპატრონეს, რომელიც ელეგანტურ ტანსაცმელს ყიდდა. 1962 წელს, როდესაც სონია ფეხმძიმედ იყო, მან ვერ იპოვა ვერცერთი სვიტრი, რომელიც ორსულ ქალს მოუხდებოდა. ამიტომაც, მან მისი მეუღლის ვენეციელი მომწოდებლების მომსახურებით ისარგებლა და საკუთარი ტანისამოსი შექმნა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]