სომხური ნაციონალური ცეკვები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სომხური ნაციონალური ცეკვებისომეხი ხალხის ცეკვა. სომხეთის თითოეულ რეგიონს და პროვინციას აქვს თავისი კუთვნილი ეროვნული მახასიათებლები, მათ შორის ტანსაცმელი და ცეკვები. თეატრალიზმის დახმარებით, ცეკვა გამოხატავს სხვადასხვა ტერიტორიული უბნის ცხოვრების, ადათების, კულტურული ფასეულობებისა და ტრადიციების მახასიათებლებს. ყოველ ნაბიჯს, ყოველ ხმას აქვს გარკვეული მნიშვნელობა და ასახავს სომხეთის ისტორიას.

ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია შესრულების წესი, რომლის მიხედვით, სომხური ცეკვები იყოფა სამ დიდ ჯგუფად, რომელთაგან შემდგომი კლასიფიკაცია ხდება თითოეულში: სიმღერები, რომლებიც ახლავს ცეკვებს; ისეთი ტიპის ცეკვები, რომლებიც შესრულებულია ეროვნული მუსიკალური ინსტრუმენტების თანხლებით; კომბინირებული, აერთიანებს წინა ორი ჯგუფის შესრულების წესს.

სომხური ქორეოგრაფიული ხელოვნების ზოგიერთი შედევრი დღემდე საკმაოდ პოპულარულია და ზოგჯერ სხვადასხვა ღონისძიებების აღნიშვნის განუყოფელი ნაწილია. სომხური ნაციონალური ცეკვებიდან გამოსარჩევია, მამაკაცების ცეკვები რომელშიც გამოხატულია საბრძოლო სულისკვეთება. სწორედ ამ ცეკვებს ასრულებდნენ მეომრები ბრძოლის წინ.

ძირითადად სომხურ ნაციონალურ ცეკვებში ქალის ყველა მოძრაობა ხასიათდება პლასტიურობით, სინაზით, თავშეკავებით და ხორციელდება ნელი ტემპით. მთელს კავკასიაში, ხორა ცეკვა ძალიან პოპულარულია. მას უამრავი ინტერპრეტაცია აქვს, კავკასიის კულტურული ტრადიციების მცოდნე ექსპერტები კვლავ კამათობენ მისი წარმოშობის ისტორიის შესახებ. მიუხედავად ამისა, უმეტესობას მიაჩნია, რომ იგი თავდაპირველად იგი სომხეთში გაჩნდა, შემდეგ კი ახლომდებარე ტერიტორიებზე გავრცელდა. ყველაზე ხშირად, ორი კაცი და ერთი ქალი ასრულებს სომხურ ხორას. ქორეოგრაფიული კომპოზიციის ნაკვეთში მყოფი კაცები იბრძვიან ლამაზი ქალბატონის ყურადღების მოსაპოვებლად, მათი უპირატესობების დემონსტრირებისთვის კი ისინი ენერგიულად და ექსპანსიურად მოძრაობენ და ქალი, პირიქით, ასრულებს თავშეკავებულ და პლასტიკურ მოძრაობებს.

ერთ-ერთ პოპულარულ სომხურ ნაციონალურ ცეკვას წარმოადგენს თრახაღი, რომელიც განეკუთვნება საომარ ცეკვებს, ასრულებენ მხოლოდ მამაკაცები. ძირითადად ეს ცეკვა სრულდება ინსტრუმენტული ანსამბლის თანხლებით ასე მაგალითად დოლი, ზურნა და დუდუკი. სომხურ ეროვნულ ცეკვები სხვადასხვა სახის იარაღის გამოყენებით სრულდება, მათ შორის ხმლები და დაშნები ხშირად ფიგურირებს. მამაკაცები ცეკვის დროს ძირითადად ცდილობენ საკუთარი უნარები წარმოაჩინონ იარაღის გამოყენებაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]