სომხეთ-ირანის ურთიერთობები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სომხეთ–ირანი
Map indicating locations of Iran and Armenia

ირანი

სომხეთი

სომხეთ-ირანის ურთიერთობები — მოიცავს ირანისა და სომხეთის ორმხრივ დიპლომატიურ ურთიერთობას. მიუხედავად რელიგიური და იდეოლოგიური განსხვავებებისა, ქვეყნები სტრატეგიულ პარტნიორებს წარმოადგენენ ერთმანეთისთვის ამ რეგიონში.

ვაჭრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2007 წლის ივლისში ხელი მოეწერა მემორანდუმს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევებისა და სომხეთ-ირანული სარკინიგზო და რუსული საკუთრებაში არსებული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის შესახებ, რომლებიც ეხებოდა ირანის ნედლეულის გადამუშავებას. გარდა ამისა, სომხეთის და ირანის მთავრობები მუშაობდნენ ორმხრივი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე, რომლის გაფორმებაც 2007 წლის ბოლოსთვის იყო დაგეგმილი. [1]

2009 წელს ორ ქვეყანას შორის მთლიანი ვაჭრობის მოცულობა გაიზარდა 200 მილიონ აშშ დოლარამდე, [2] სავაჭრო ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის დღესაც ძლიერია[3][4] და 2014 წლისთვის 300 მილიონ აშშ დოლარამდე იყო გაზრდილი. [5]

2014 წელს ირანისა და სომხეთის ენერგეტიკის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ უნდა დაწყებულიყო ახალი ენერგო ხაზის მშენებლობა ორ ქვეყანას შორის, რომელსაც უნდა გაეძლიერებინა ქვეყნებს შორის ენერგეტიკული კავშირი.[5]

2015 წლის ივნისში ორივე ქვეყანა შეთანმხდა, რომ დაეწყოთ მე-3 ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა. გეგმის მიხედვით, მშენებლობა უნდა დასრულებულიყო 2018 წელს. პროექტის დასრულების შემდეგ, ენერგო ხაზს თითქმის სამჯერ უნდა მოეხდინა ელექტროენერგიის გაცვლა ორ მეზობელ ქვეყანას შორის.[6]

ტურიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სომხეთსა და ირანს შორის არის ფართო ტურისტული კავშირი. 2014 წლის პირველ ნახევარში დაახლოებით 35 000 ირანელი ტურისტი ეწვია სომხეთს , ყველა ტურისტის საერთო რაოდენობა, რომლებიც სომხეთში ჩავიდნენ 2014 წლის პირველ ნახევარში შეადგენდა 495 967 ადამიანს.[7] გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მაჩვენებელი 17,3% -ით არის გაზრდილი.[7] 2014 წლის მონაცემებით ირანი მეოთხე ადგილს იკავებდა ყველაზე მეტი ტურისტული რაოდენობით, რომლებიც ეწვივნენ სომხეთს, მხოლოდ ჩამორჩებოდარუსეთს ( რომლებიც ტურისტების მთლიანი რაოდენობის 44%-ს შეადგენენ), საქართველოსა (ტურიზმის 28%) და ევროკავშირის ქვეყნებს (გერმანია, საფრანგეთი, იტალია და სკანდინავიის ქვეყნები). 2014 წლის მონაცემებით, ირანელი ტურისტები სომხეთში ჩამოსული ყველა უცხოელი ტურისტის მთლიანი რაოდენობის 7%-ს შეადგენდნენ.[7]

კულტურული კავშირები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სპარსულმა ენამ დიდი გავლენა მოახდინა სომხურ ენაზე.[8] XIX საუკუნის ბოლოს, როდესაც ენათმეცნიერები ცდილობდნენ სომხური ენის კლასიფიკაციას, მათ (შეცდომით) დაასახელეს ის როგორც ერთ-ერთი ირანული ენა.

2008 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში არაერთი ძეგლი იქნა შეტანილი, რომელსაც „ირანის სომხური სამონასტრო ასამბლეა“ ეწოდება. [9]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Danielyan, Emil (2007-10-19). „Iran's Ahmadinejad Due In Armenia“. ArmeniaLiberty/ Radio Free Europe. ციტირების თარიღი: 2008-01-19.
  2. Archived copy. ციტირების თარიღი: 2010-02-02
  3. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-24. ციტირების თარიღი: 2019-10-26.
  4. Armenia Deepens Ties With Embattled Iran. EurasiaNet.org (2006-07-27). ციტირების თარიღი: 2017-12-14.
  5. 5.0 5.1 Iran, Armenia Form Commission to Boost Trade Retrieved 18 June 2015
  6. Iran, Armenia to start building 3rd power transmission line Retrieved 18 June 2015
  7. 7.0 7.1 7.2 "More Iranian Tourists Travel to Armenia" დაარქივებული 2015-07-22 საიტზე Wayback Machine. retrieved July 2015
  8. ARMENIA AND IRAN iv. History, discussion, and the presentation of Iranian influences in Armenian Language over the millennia
  9. "Armenian Monastic Ensemble of Iran"