სომხეთის ბუნების ისტორიის მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სომხეთის ბუნების ისტორიის მუზეუმი
Հայաստանի բնության պետական թանգարան

ბუნების მუზეუმის შენობა
40°09′56″ ჩ. გ. 44°30′45″ ა. გ. / 40.1656611° ჩ. გ. 44.5127111° ა. გ. / 40.1656611; 44.5127111
დაარსდა 2004 წელს
ქვეყანა სომხეთის დროშა სომხეთი
მისამართი ტიგრან მეცის გამზ. 34, ერევანი, სომხეთი
მდებარეობა ერევანი
ოფიციალური საიტი smn.am
Map

სომხეთის ბუნების ისტორიის მუზეუმი (სომხურად: Հայաստանի բնության պետական թանգարան) — სომხეთის უნიკალურ ბუნებისა და მისი მრავალფეროვნების ამსახველი დაწესებულება. მუზეუმი გაიხსნა 2004 წელს.[1]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბჭოთა პერიოდში 1952 წელს გაიხსნა ანტირელიგიური მუზეუმი, რომელიც შემდეგ გადაიქცა ბუნებისმეცნიერების მუზეუმად და 1960 წელს ეწოდა სომხეთის ბუნების ისტორიის მუზეუმი. 1999 წელს მუზეუმი სხვა შენობაში გადაიყვანეს. 2000 წლიდან 2004 წლამდე ირანელმა სომეხმა, ბელა და ლევონ აჰარონიანებმა მუზეუმის შენობა აღადგინეს და საზოგადოებისთვის ახალი საგამოფენო სივრცე გახსნეს.

გამოფენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმში განთავსებულია 6000-ზე მეტი ობიექტი, რომელთა მხოლოდ მესამედი არის ძირითადად მუდმივად გამოფენილი მუზეუმში. ოთხ ოთახში არის გამოფენილი ფლორისა და ფაუნის იშვიათი წარმომადგენლების ნიმუშები. მუზეუმში ასევე წარმოდგენილია აჰარონიანების ოჯახის პირადი კოლექციაც.

მუზეუმში გამოფენილი ობიექტები ძირითადად წარმოადგენს სომხეთის ბუნების მრავალფეროვნების ნიმუშებს. მთავარი საგამოფენო სივრცე მოიცავს ფოტოებს, რომლებიც არის ზოოლოგიის, ბოტანიკის, გეოლოგიისა და პლასტიკური ხელოვნების ნიმუშებს წარმოადგენენ. ძუძუმწოვრების, ქვეწარმავლების, ფრინველების, ამფიბიების, თევზების, მწერების და არაქიდების ჩონჩხის ფიტულები და მატი ფოტოსურათები მცირედი ინფორმაციით. ასევე თავის ქალები, ტყავები, ხეების ნაჭრები, ჰერბარიუმის ნიმუშები, ცხოველების ან მცენარეების ნაშთები, არქეოლოგიური გათხრებისას მოპოვებული ნიმუშები, ზეთის საღებავებით შესრულებული ნახატები, ფოტოები და ა.შ.

ღონისძიებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმი ატარებს გამოფენებს და პერიოდულ ღონისძიებებს, რომელთა მიზანია გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და აქტიური მონაწილეობა გარემოსდაცვითი პრობლემების გადაჭრის გზების ძიებისთვის. მუზეუმში განთავსებული ცხოველების დიდი ნაწილი არის საფრთხის ქვეშ მყოფი ცხოველების წითელ ნუსხაში შეტანილები.

მუზეუმი თავისი საქმიანობით განსაკუთრებით ცდილობს გააღრმავოს ახალგაზრდა თაობის ცოდნა ბუნების შესახებ.

ბუნების სილამაზე და მრავალფეროვანი ფერები ყოველთვის შთააგონებდა შემოქმედს. სილამაზის დანახვის შესაძლებლობა არა მხოლოდ ბუნებაში, არამედ სწორედ სომხეთის ბუნების ისტორიის მუზეუმშიცაა შესაძლებელი.

2019 წლის 14 დეკემბერს სომხეთის ბუნების სახელმწიფო მუზეუმში გაიხსნა გამოფენა სათაურით "ბუნების საოცრება", რომლის ავტორია ჰამიკ ვარდანიანი, რომელიც ავტ ტერტერიანის სახელობის ხელოვნების სკოლაში სწავლობს. ჰამიკს აინტერესებს ყველაფერი, რაც ეხება მხატვრების ცხოვრებას და შემოქმედებას. ჰამიკ ვარდანიანს გადაეცა სომხეთის ბუნების სახელმწიფო მუზეუმის სერთიფიკატი. გამოფენა- კი 21 სექტემბრამდე გაგრძელდა.

ზოგადი ინფორმაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2003 წლის 27 თებერვლიდან სომხეთის ბუნების ისტორიის მუზეუმი მუშაობს სომხეთის კონსტიტუციის შესაბამისად.[2] მუზეუმის, როგორც არაკომერციული ორგანიზაციის მიზანია ინფორმირებულობისა და ცოდნის ამაღლება გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ, ასევე ცნობიერების ამაღლება და გარემოსდაცვითი პრობლემების გადაჭრა.

ორგანიზაცია ასრულებს სხვადასხვა სახის ნაწილებს, როგორიცაა:

მიკრო მუზეუმების შექმნა მცენარეებისა და ცხოველებისთვის შენობაში;

მუზეუმის პარალელური გამოფენების ორგანიზება, როგორიცაა დეკორატიული თევზის ან ფრინველის გამოფენები.

გადაშენების პირას მყოფი სახეობების რაოდენობის გაზრდა სომხეთში, მათი ბუნებაში დასაბრუნებლად დეკორატიული მცენარეების მოყვანა და განთავსება.

ფილიალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმს აქვს მოქმედი ფილიალები შირაკის (გიუმრი) და არარატის (კუკასავი) რეგიონებში.

მისამართი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სომხეთი, ერევანი, ტიგრან მექსის გამზირი ნომერი 34.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Երևանում վերաբացվեց ՀՀ բնության պետական թանգարանը
  2. ՀՀ կառավարության Որոշում, 10 հոկտեմբերի 2002 թվականի N 1638-Ն