სკოტები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

სკოტებიკელტური ტომების ჯგუფი. პირველად იხსენიებიან გვიანდელი რომაული ხანის მწერლებთან რომის პროვინცია ბრიტანიაზე სკოტებისა და პიქტების თავდასხმებთან დაკავშირებით. თავდაპირველად ირლანდიაში ცხოვრობდნენ, ამიტომ რომაულ წყაროებში ირლანდიის ერთ-ერთი სახელწოდებაა სკოტია. მოგვიანებით სკოტების ნაწილი ბრიტანიის ჩრდილოეთში გადასახლდა, დაიპყრო პიქტები და დააარსა შოტლანდიის სამეფო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]